01.აპრილი .2020 22:40

როგორ უნდა მოიქცეს მთავრობა პოსტვირუსულ პერიოდში - "ბეკოს" გენდირექტორის რეკომენდაცია

views 845
უკან

„ბეკოს“ გენერალური დირექტორის მეჰმედ მელექის შეფასებით პოსტვირუსულ პერიოდში კომპანიები კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ამიტომ მთავრობამ მათ უნდა დაეხმაროს იმაში, რომ „ბიზნესებმა თავისუფლად ისუნთქონ“.

ამის შესახებ მეჰმედ მელექმა BM.GE-სთან მთავრობის მხრიდან ანტიკრიზისულ ნაბიჯებზე საუბრისას განაცხადა.

„პოსტვირუსულ პერიოდში მთავრობამ პირველ რიგში გადასახადები 2-3 თვით უნდა გადაავადოს, არ ვამბობ რომ მთლიანად მოხსნას: საშემოსავლო, ქონების თუ დღგ, იმისთვის რომ ბიზნესმა შეძლოს თავისუფლად სუნთქვა. ამის გარდა არის ისეთი ბიზნესები, რომელთაც მხარდაჭერა და თანადაფინანსება დასჭირდებათ, ამათ გვერდზე უნდა დაუდგნენ და კარგი იქნება თუ გრძელვადიან უპროცენტო სესხებს მისცემენ. ასეთ ფირმებს ფინანსურად უფრო გაამყარებენ და მეტი დასაქმებული იქნება, შემგომში უკვე ეს კომპანიები სესხების დაფარვას შეძლებენ“, - განაცხადა „ბეკოს“ გენერალურმა დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა