მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მოიქცეთ თუ covid-პასპორტის აპლიკაცია ვერ ჩამოწერეთ? - მთავრობის რჩევა მოქალაქეებს

619519aca01f0
ვიქტორია მღებრიშვილი
17.11.21 19:08
2035
„თუ აპლიკაცია ხელმისაწვდომი არ არის, პირს შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში და „კოვიდ-ბარათი“ აიღოს“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის სარგებლობასა და Georgia e-Health-ის აპლიკაციაზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის პრეს-სამსახური ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ დღეიდან, საქართველოს მიერ გაცემული covid-სერტიფიკატები ვაქცინაციის, ინფექციის გადატანის და PCR ტესტირების შესახებ ევროკავშირის ერთიან სივრცეში ჩაერთო, რომელშიც 49 ქვეყანაა გაწევრიანებული, თუმცა როგორც სოციალურ ქსელში მოქალაქეების ნაწილი წერს, აპლიკაციის გადმოწერას და მის გამოყენებას ვერ ახერხებს; აღსანიშნია, რომ Georgia e-Health-ის გადმოწერასთან დაკავშირებულ პრობლემებზე უფრო ხშირად წერს Google store-ის მომხმარებელი, ვიდრე - app store-ის.

გიორგი ღიბრაძე კი ირწმუნება, რომ Georgia e-Health-ის აპლიკაციით სარგებლობა ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობის მქონე პირს შეუძლია.

„აქ არ არის რომელიმე მწარმოებლის ე.წ. სმარტფონზე საუბარი. სარგებლობა შეუძლია ნებისმიერი ჭკვიანი მოწყობილობის მქონე პირს, როდესაც საუბარი გვაქვს აპლიკაციაზე. თუ აპლიკაცია გარკვეული მიზეზის გამო არ არის ხელმისაწვდომი, ნებისმიერ პირს შეუძლია მივიდეს იუსტიციის სახლში და აიღოს ე.წ. კოვიდ-ბარათი, რომელზედაც ზუსტად იგივე QR კოდი და ინფორმაციაა დატანილი, რაც აპლიკაციაშია“, - აღნიშნა გიორგი ღიბრაძემ.