მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა მოიზიდოს საქართველომ სხვადასხვა ქვეყნის ტურისტი? - "კონსიერჟ თბილისის" შეფასება

642838a975492
ლიკა მეგუთნიშვილი
01.04.23 22:55
764
საკონსიერჟო მომსახურების განმახორციელებელი კომპანია „კონსიერჟ თბილისის“ მმართველმა პარტნიორმა, ლიზა ხაბაზაშვილმა გადაცემა BMGDRIVE-ში საქართველო ტურიზმის ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე, სექტორის პოტენციალსა და მისი განვითარების გზებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოსადმი ინტერესი ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ თითოეული მათგანის ინტერესის სფერო, რათა მთთვის საინტერესო პროდუქტებისა თუ მიმართულებების შეთავაზება შევძლოთ.

„მაგალითად, გერმანიის მაგალითი რომ განვიხილოთ, მათ უფრო სათავგადასავლო ტურიზმი აინტერესებთ. გერმანელებს ვერც ლაქშერით გააკვირვებ და ვერც სასტუმროებით. დიდად არც გასტრონომია აინტერესებთ. ამიტომ ჩვენ, როგორც ქვეყანას აუცილებლად უნდა გვქონდეს სხვადასხვა პროდუქტები და მიმართულებები განვითარებული იმისთვის, რომ მათი ეს მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ. მათთვის, ვინც სათავგადასავლო ან ეკო ტურიზმითაა დაინტერესებული, მნიშვნელოვანია უსაფრთხოება, დაზღვევა, რეგულაციები, ამიტომ ნდობის ნაწილი მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება ამერიკელებს, მათ უფრო გასტრონომია აინტერესებთ, განსაკუთრებით ღვინის მიმართულება. მაგალითად, სულ ახლახან გვყავდა კალიფორნიიდან სტუმარი, რომელსაც თავისი შატო აქვს კალიფორნიაში და აინტერესებდა, რა ტექნოლოგიით მზადდება ღვინო საქართველოში. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საქართველოში ღვინის ტურიზმი ნამდვილად განვითარდა, თუმცა რა თქმა უნდა, ბევრად მეტის გაკეთებაც შეგვიძლია“, - აცხადებს ლიზა ხაბაზაშვილი.

როგორც „კონსიერჟ თბილისის“ მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, საქართველოში ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებადი დარგია. მისი პოტენციალის სრულად ათვისებისთვის კი, მნიშვნელოვანია, ქვეყანაში ტურიზმის პროდუქტები, ინფრასტრუქტურა და რეგიონები კიდევ უფრო განვითარდეს.