მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა შემცირდეს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება? - ზამბახიძის მოსაზრება

637b8d56ef3e1
ლიკა მეგუთნიშვილი
22.11.22 00:30
785
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი მოსაზრებით, ფერმერებს რაც შეიძლება მეტად უნდა ჰქონდეთ განათლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა, რათა მათ ხარისხიანი პროდუქციის წარმოება და ახალი ბაზრების ათვისება შეძლონ.

„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, გვაქვს შესაძლებლობა, 500 მილიონიან თავისუფალ ბაზარს ვეზიაროთ და არ ვიყოთ რუსეთის ბაზარზე დამოკიდებული. ამიტომ, ვფიქრობ უპირველესი ფერმერების თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა და ხარისხიანი პროდუქციის წარმოებაა“ - აცხადებს ნინო ზამბახიძე.

მისივე თქმით, პროცესებში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობაც, იმისათვის, რომ ფერმერებმა თავიანთი პროდუქტი ევროკავშირში უფრო აქტიურად გაიტანონ და მარკეტინგული ხარჯებიც გაიღონ.

„სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომ დაეხმაროს ფერმერებს სხვადასხვა ბაზრების ათვისებაში. აქ არის გარკვეული გამოწვევები, როგორიცაა: ენობრივი ბარიერი და მარკეტინგული ხარჯები. ჩვენც, არასამთავრობოებიც, მთავრობაც, დონორებიც უნდა დავეხმაროთ ფერმერებს ბაზრების დივერსიფიცირებაში. მათ ამის პოტენციალი ნამდვილად აქვთ,“ - აცხადებს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ინფორმაციისთვის: საქსტატის მონაცემების მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში 50%-ით გაიზარდა რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა და მან 1.94 მილიარდ დოლარს მიაღწია. მათ შორის 74%-ით გაიზარდა იმპორტი და ის 1.4 მილიარდი დოლარი იყო, ხოლო ექსპორტი 10%-ით, 530 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.