მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უნდა შევარჩიოთ ავტომობილის საბურავი? (R)

60165e23d3416
BM.GE
31.01.21 12:00
997
საბურავი ისეთი პროდუქტია, რომლის არჩევისას განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ამ შენაძენით მინიმუმ ერთი წელი უნდა ვისარგებლოთ, ამ ერთი წლის მანძილზე კი, კომფორტულად ვიმგზავროთ. კომფორტი ყველასთვის პირობითი მცნებაა, სწორედ ამიტომ კარგი საბურავის ცალსახა კრიტერიუმები არ არსებობს.

საბურავები განსხვავდება სეზონურობის, შემცველობის, ზომის, ფორმის მიხედვით, თუმცა ამ მრავალფეროვნებამ არ უნდა დაგაბნიოთ. მთავარ შეკითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის ძალიან მარტივი იქნება: რისთვის გჭირდებათ საბურავები?!

საქართველოში ყველაზე ეკონომიურ და აქტუალურ ვარიანტად ითვლება მულტისეზონური (ე.წ ყველა სეზონის) საბურავები, რომლებიც განკუთვნილია, როგორც ზამთარში, ასევე ზაფხულში სასიარულოდ, თუმცა ეს საბურავი არ გამოგადგებათ არაორდინალურ ზედაპირებზე. ქალაქში ასე თუ ისე მოსახერხებელია, თუმცა როგორც კი ქალაქის საზღვრებს გაცდებით, ცუდ ზედაპირზე, ან მოყინულ გზაზე მოხვდებით, დაინახავთ რომ უნივერსალური საბურავი ყველა სიტუაციაში ერთნაირად გამძლე არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანია წინასწარ განსაზღვროთ რას ნიშნავს თქვენთვის კომფორტული მგზავრობა, მძღოლის ინდივიდუალური თვისებების გათვალისწინებით. მოსახვევებში სწრაფად გიყვართ სიარული, ან ხშირად გიწევთ სოფელში უგზოობაში მგზავრობა, შესაძლოა აღმართზე ცხოვრობთ, შესაბამისად საბურავის არჩევისას მაღალი მოჭიდების მქონე, საბურავზე გააკეთებთ არჩევანს.

მოკლედ რომ ვთქვათ, სეზონურობის გარდა, მნიშვნელოვანია თქვენი, როგორც მძღოლის რუტინა და ინტერესები, რამდენის გავლას გეგმავთ აღნიშნული საბურავით და ა.შ. საბურავის არჩევისას ყურადღება მიაქციეთ მწარმოებელ ქვეყანას და ასევე კომპანიას რომლისგანაც ამ პროდუქტს შეიძენთ. როგორც აღვნიშნეთ საბურავი არ არის ერთჯერადი გამოყენების პროდუქტი, ამიტომ შეძენამდე გაეცანით საგარანტიო პირობებს.

თანამედროვე ონლაინ პლატფორმებზე გექნებათ საშუალება კარგად დაათვალიეროთ და შეისწავლოთ წარმოდგენილი პროდუქცია, რიგ მაღაზიებში დაგხვდებათ ონლაინ კონსულტაციის საშუალება და მიტანის სერვისი, რაც შეძენის პროცესს ერთი-ორად გაგიმარტივებთ.