საერთაშორისო გადაზიდვების კომპანია "ვენგო ჯგუფის" დირექტორის პავლე ზაკალაშვილის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტრომ ავტომობილების გადაადგილებისთვის მათ საშვზე უარი უთხრა და ალტერნატიულ გზად მთავრობის ცხელ ხაზზე - 144-ზე დარეკვა, ან მიკროავტობუსის დაქირავება შესთავაზა.
"როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ პირობებში? მავნებლობაა ეს, აბა რა არის!!!", - ამბობს პავლე ზაკალაშვილი.
მისი თქმით, მათთვის მიუღებელია მიკროავტობუსის ქირაობა, რადგან ეს ამ რთულ პერიოდში ხელოვნურად გაზრდილი ხარჯი იქნება.
"მას შემდეგ რაც BM.GE-ს საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია ჩვენი კომპანიების - "ვენგო ჯგუფისა" და "ბართ-ლოგისტიკსის" წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დაგვიკავშირდა და საშვზე მოთხოვნის საპასუხოდ შემოგვთავაზა, რომ M2 ტიპის მიკროავტობუსი გვექირავებინა და იმით გვეარა.
ამასთან ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალური წერილი მოგვწერა, სადაც ასეთი განმარტებაა: რადგანაც თქვენი საქმიანობა არ არის შეჩერებული, შეგიძლიათ ნებისმიერი გადაადგილება შეათანხმოთ 144-თან, ან M2, M3 ტიპის მიკროავტობუსები დაიქირავოთო. საკითხავია 144-ში რამდენად ეყოფათ იმის კომპეტენცია რომ განსაზღვრონ, მჭირდება მე გასვლა თუ არ მჭირდება.
დღეს მთელი დღეა ვრეკავთ 144-ში, პრაქტიკულად შეუძლებელია იქ დარეკვა, რაც საქმიანობის განხორციელებაში გვიქმნის პრობლემებს. უცხოელ მძღოლებთან ნაღდი ანგარიშსწორება გვაქვს და ვერ ვახერხებ საბურთალოდან ერისთავის ქუჩაზე თანხის გატანას. ეს კონკრეტული დღევანდელი შემთხვევაა.
ჩვენ რომ ვიყოთ დიდი ორგანიზაცია და დავდიოდეთ ყველანი, მაშინ ლოგიკური იქნებოდა, რომ დაგვექირავებინა მათ მიერ შემოთავაზებული მიკროავტობუსი და ისე გვეარა, მაგრამ როდესაც ერთი ადამიანის სამოძრაოა, გვთავაზობენ - იქირავე მიკროავტობუსი, წინასწარ მარშრუტი შეათანხმე და ისე გადაადგილდიო. ეს ხომ დამატებითი ბიუროკრატიაა და ყველაფერთან ერთად, რატომ მავალდებულებს სახელმწიფო დამატებითი ხარჯის გაწევას.
ისედაც გარკვეული პრობლემების წინაშე ვდგავართ, რადგან ჩვენი კლიენტების ნაწილს უჭირს თანხების გადახდა, იმიტომ რომ ამ დროისთვის არ მუშაობენ", - აცხადებს "ვენგო ჯგუფის" დირექტორი.
როგორც პავლე ზაკალაშვილი აცხადებს, მიუხედავად ამისა "ვენგო ჯგუფი" და მათი პარტნიორი "ბართ-ლოგისტიკსი" არ წყვეტენ საქმიანობას, ტვირთების გადაზიდვას და საწყობში დასაწყობებას აგრძელებენ.
"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ არ გავჩერდეთ, იმიტომ რომ ამით უფრო რთულ მდგომარეობაში ჩავარდება ქვეყნის ეკონომიკაც და ყველა ის კომპანია, ვინც გვანდო ამ ტვირთის ჩამოტანა", - აღნიშნავს კომპანიის დირქტორი.
ცნობისთვის, პარტნიორი კომპანიები ჯამში, 60-70 ადამიანს ასაქმებენ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი