მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ უპასუხებს სებ-ი საბანკო დაკრედიტების ზრდით გამოწვეულ ინფლაციურ რისკებს? - გვენეტაძის პასუხი

61791661a14ed
ინგა მურუსიძე
27.10.21 23:00
538
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ სებ-ი საბანკო დაკრედიტების ზრდის ტემპის შემთხვევაში, ინფლაციური ზეწოლის გაზრდის რისკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით უპასუხებს.

ასე უპასუხა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას: „საბანკო დაკრედიტება მზარდია, როგორი იქნება წლის ბოლოსთვის ზრდის ტემპი და ხომ არ ქმნის მოთხოვნის მხრიდან ინფლაციური ზეწოლის რისკებს? თუ დაინახავთ ამ რისკებს, რა ინსტრუმენტებს აამოქმედებთ?“.

„მიმდინარე წელს ველით, რომ საკრედიტო პორტფელის ზრდა, კურსის ეფექტის გარეშე დაახლოებით 15-20% იქნება. ზუსტად ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ჩვენ წლევანდელი წლის ზრდის პროგნოზი გავაუმჯობესეთ. ამ ეტაპზე ერთობლივი მოთხოვნიდან ძლიერი ინფლაციური წნეხი არ იკვეთება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუკი შევნიშნეთ, რომ ერთობლივი, მთლიანი მოთხოვნა შედარებით ძლიერი იქნება, ვიდრე პროგნოზში გვაქვს და ეს დამატებით ინფლაციურ წნეხში გადაიზრდება, მივიღებთ ზომებს და ამ შემთხვევაში ჩვენი პასუხი კიდევ უფრო გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და ამ პოლიტიკის კიდევ უფრო ხანგრძლივი შენარჩუნება იქნება. ვფიქრობ, შესაძლებელია, რომ ეს სხვა მონეტარულ ინსტრუმენტებთან ერთადაც იყოს. ამ ეტაპზე, ყველაზე დიდ რისკად ზუსტად ძლიერი მოთხოვნის რისკს მოვიაზრებთ და მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში, ალტერნატიულ სცენარად სწორედ ამ რისკის მატერიალიზების შემთხვევას განვიხილავთ“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

ცნობისთვის, დღეს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 10%-ზე დატოვა.