გლობალური ტურიზმის ჩამოშლამ უკვე 2020 წლის პირველ 6 თვეში 200 მილიონი ადამიანი სამსახურის გარეშე დატოვა. საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC) ცდილობს, საერთაშორისო ტურიზმის მიმართ ნდობა ინოვაციური გადაწყვეტით - ბლოკჩეინზე არსებული აპლიკაციით გაზარდოს.
ამ ეტაპზე ICC ცდილობს, მთავრობა დაარწმუნოს, რომ პირის COVID-19-ის სტატუსი მოგზაურობის დაწყებამდე უნდა დადგინდეს.
„ეს უნდა იყოს გამგზავრებამდე პროცედურა და არა - შემდეგ“ - ამბობს ICC-ის გენერალური მდივანი ჯონ დენტონი The Checkpoints-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში და არგუმენტად საქართველოში საკუთარი ჩამოფრენა მოჰყავს.
„PCR-ტესტის ჩატარება არ მეკუთვნოდა, მაგრამ ეს არ იცოდნენ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში, ამიტომ ეს პროცედურა გავიარე, მაგრამ უკეთესი არ იქნებოდა, რომ საქართველოს მთავრობას ერთიანი სტანდარტით ხელმძღვანელობის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა?“, - კითხულობს ჯონ დენტონი და იქვე განმარტავს: „მე ბლოკჩეინზე მექნებოდა აკრედიტირებული ექიმის მიერ გაცემული ციფრული სერტიფიკატი, რომელიც მობილურში ჩაიტვირთებოდა როგორც QR კოდი. საზღვარზე წარვადგენდი ჩემს მობილურს, რომელიც ან წითლად აინთება ან მწვანედ და ამის მიხედვით, დამიშვებენ ქვეყანაში.“
ICC-ის გენერალური მდივანი ამბობს, რომ მოხარული იქნებოდა, თუ ამ ერთიანი სტანდარტის ნაწილი საქართველოც გახდებოდა.
„ერთი სტანდარტის არსებობა აუცილებელია, რადგან თუ გვინდა, გლობალურ ტურიზმს ნდობა დავუბრუნოთ, მაშინ ჩემთვის - როგორც ტურისტისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმის ცოდნას, რომ COVID-უარყოფით ადამიანებთან ერთად ვმოგზაურობ“, - განმარტავს ჯონ დენტონი ელენე კვანჭილაშვილთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
დენტონი საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი 2018 წელს გახდა. ის არის გლობალური ბიზნესლიდერი, პოლიტიკის დარგში საერთაშორისო კონსულტანტი და ექსპერტი საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტირების საკითხებში. დენტონი წამყვანი გლობალური ინფრასტრუქტურული ჯგუფის IFM Investors-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და Veracity WorldWide-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.
ICC მსოფლიოს 100 ქვეყანაში 45 მილიონ კომპანიას აერთიანებს, მისიით - ბიზნესის წარმოება გაუმარტივოს ყველას, ყოველ დღე და ყველგან.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი