სურსათის ეროვნული სააგენტო ფაროსანასთან ბრძოლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას მავნებელთა ბრძოლის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებს.
სააგენტოს ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი მავნებლის მონიტორინგსა და ბრძოლის სხვა ღონისძიებებს აქტიურად აგრძელებს. დასავლეთ საქართველოში ტერიტორიები თერმული ნისლისა და ცივი შესხურების მეთოდების გამოყენებით მუშავდება, არა ყვავილოვან მცენარეებზე განთავსებულია „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები, მიმდინარეობს წერტილოვანი წამლობები.
უწყება ამ პროცესში ჩართვისა და გააქტიურებისთვის მოსახლეობას რეკომენდაციებს სთავაზობს:
„ტემპერატურის კლებასთან ერთად, აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება. მავნებელი ტყის პირებიდან საცხოვრებელი სახლებისა და მიტოვებული შენობებისაკენ გადაადგილდება, რის გამოც, იგი ხშირად გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებში. ამ პერიოდში, განსაკუთრებით ეფექტურია სახლის პირობებში მავნებლის მექანიკური მეთოდების გამოყენებით განადგურება, სწორედ ამიტომ უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და გააქტიურება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობასთან საინფორმაციო/საკონსულტაციო შეხვედრებს მართავენ და მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას აწვდიან:
გამოსაზამთრებლად ადგილის მაძიებელი მავნებლის მოზიდვა და შემდგომ მისი განადგურება შესაძლებელია მუყაოს ან სხვა მასალის ყუთის ფორმის მარტივი კონსტრუქციებით, რომლებიც საცხოვრებელი სახლების მახლობლად, მშრალ, მზიან ადგილას თავსდება; ეფექტურია ე.წ. „მოიზიდე და გაანადგურე“ მეთოდიც - ინსექტიციდით გაჟღენთილი ბადე ან ქსოვილი თავსდება საცხოვრებლის პერიმეტრზე, სადაც მავნებლის მოზიდვის მიზნით, მაგრდება ნათურა ან ფერომონი. ბადესთან კონტაქტის შედეგად, მავნებელი ნადგურდება.
„ზამთრის პერიოდში განადგურებული თითოეული მავნებელი ნიშნავს მომავალი სეზონისთვის აზიური ფაროსანას რიცხოვნობისა და, შესაბამისად, ეკონომიკური ზარალის შემცირებას“, - აცხადებენ სააგენტოში.
მექანიკური ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/488
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი