18.იანვარი .2021 10:36

როგორ ვიშოპინგოთ პანდემიის დროს?

როგორ ვიშოპინგოთ პანდემიის დროს?
views 289
უკან

მსოფლიო პანდემიის ფონზე ბაზარზე წამოჭრილი პრობლემები საქართველოსაც მძაფრად შეეხო. საცალო გაყიდვებმა განსაკუთრებული ცვლილებები განიცადა და თითქმის ყველა სფერო, რომელსაც შეეძლო, ონლაინ გაყიდვების რეჟიმზე გადავიდა.

აღმოჩნდა, რომ ქართული ბაზარი არ იყო მზად ონლაინ გაყიდვების ამხელა ტალღისთვის და გამოაშკარავდა ყველა ის ხარვეზი სერვისში, რომელიც აქამდე, ნაკლები მოცულობის გაყიდვების ფონზე არ ჩანდა. ამ სიტუაციაში გამორჩეულად მნიშვნელოვანი და ფასეული პოზიცია უკავია ისეთ ონლაინ მაღაზიებს, რომლებმაც მოახერხეს პროცესების დასტაბილურება და გაყიდვების ხარისხიანად წარმოება. მათ შორის არის გიგანტური ონლაინ პლატფორმა iMart.ge.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ მაღაზია აერთიანებს 100 000 - მდე დასახელების პროდუქტს და თქვენს განკარგულებაშია 500-მდე მარტივად ორგანიზებული კატეგორია. კომპანიის მთავარი მიზანი ბაზრის მაქსიმალურად გაციფრულება და შესყიდვის გამარტივებაა, რაც საიტზეც ნათლად ჩანს. ფილტრის საშუალებით ძალიან სწრაფად შეძლებთ მოიძიოთ სასურველი ნივთების დიდი არჩევანი, დაათვალიეროთ და შეიძინოთ, როგორც ბარათით, ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით.

iMart.ge-ზე თქვენთვის ხელმისაწვდომია ონლაინ ჩატი, სადაც ოპერატორი მომენტალურ რეაგირებას მოახდენს თქვენს შეკითხვებზე, დაგეხმარებათ ნივთის შერჩევასა და მოძიებაში.

გარდა ამისა, ამ ონლაინ მაღაზიის უდიდესი უპირატესობაა, წლების მანძილზე ნაშენები რეპუტაცია, მომხმარებელზე მორგებული საგარანტიო და დაბრუნების პოლიტიკა, ნებისმიერი შეცდომის, შეუსაბამობის ან წუნის შემთხვევაში თქვენ შეძლებთ 7 დღის მანძილზე დააბრუნოთ ნივთი.

საერთო ჯამში iMart-ის ყველა მომსახურება, თუ სიახლე მორგებულია მუდმივი კლიენტების შეძენაზე, მუდმივად ხდება მომხმარებლების განებივრება სხვადასხვა აქციითა თუ განახლებული ქულების სისტემით. ყოველთვის ყურადღებიანია გამოხმაურებების მიმართ და დროულ რეაგირებას ახდენს ნებისმიერ პრობლემაზე.

აღსანიშნავია ისიც, რომ iMart-ის ონლაინ პლატფორმით სარგებლობას საქართველოს ნებისმიერ კუთხეში შეძლებთ, ხელმისაწვდომი მიტანის საფასურით და სანდო საკურიერო მომსახურებით.

ქართული ბაზრისთვის, განსაკუთრებულიად მნიშვნელოვანია სწორად წარმოებული ონლაინ გაყიდვები, უსაფრთხო გარემო და სანდო შუამავალი.
(NS)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა