მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ვიყიდოთ ბიტკოინი მარტივად?

638da082c5dc2
BM.GE
06.12.22 00:40
1089

მათ, ვისაც ჯერ კრიპტო სამყაროში არ შეუბიჯებია, ბიტკოინის ყიდვის პროცესი შეიძლება რთულად მოეჩვენოს, თუმცა რეალურად ამისათვის სულ რეალურად წუთი დაგჭირდებათ.

MyCoins-ი პირველი ქართული კრიპტო პლატფორმაა, რომლის დახმარებით მარტივად და სწრაფად შეგიძლიათ იყიდოთ/გაყიდოთ კრიპტოვალუტა.

ამისათვის საჭიროა მხოლოდ შექმნათ ანგარიში, გაიაროთ ვერიფიკაცია, შეავსოთ ბალანსი (ან მიამაგროთ სასურველი ბარათი) და იყიდოთ სასურველი კრიპტოვალუტა.

MyCoins-ზე ბიტკოინის ყიდვის ორი გზა არსებობს:პირველი გზაა სტანდარტულია, ბიტკოინს MyCoins-ის მომენტალური ყიდვის ფუნქციონალით ყიდულობ. მაგალითად, თუ ამ ეტაპზე გსურს შენს პირველ ბიტკოინებში 100 ლარი დახარჯო, შესაბამის ველში უთითებ თანხას, ნახულობ, რამდენ ბიტკოინს იღებ ამ თანხით და შენი ბიტკოინები რამდენიმე წამში შენს კრიპტო პორტფელშია.

მეორე გზა საშუალებას გაძლევს ბიტკოინი ზუსტად მაშინ იყიდო, როცა ის შენთვის სასურველ ფასს მიაღწევს. ამისთვის, უთითებ შენთვის მისაღებ შეძენის ფასს და მშვიდად ელოდები. როცა ფასი შენს სასურველ ნიშნულს მიაღწევს, MyCoins-ი მას შენთვის იყიდის. მას შემდეგ, რაც ყიდვის ტრანზაქცია შესრულდება შენ მომენტალურად მიიღებ შეტყობინებას.