„საქართველოში პანდემია იმართა ისე, როგორც ძალიან ბევრ წარმატებულ ქვეყანაში, ჩვენ არ დაგვიშვია საბედისწერო შეცდომა“ - ეს განცხადა BMG-ის ეთერში დაავადებათა კონტროლის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა. თუმცა, NCDC-ის ხელმძღვანელი პრობლემად მიიჩნევს ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ დონეს და არსებულ არასახარბიელო შედეგს მთლიანად საზოგადოების ბრალეულობად მიიჩნევს.
„შარშან ვაქცინაციამ 20 მლნ ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, ეს უზარმაზარი პრევენციული რიცხვია, რომ არ ყოფილიყო 1 წელიწადში შექმნილი ვაქცინა ჩვენ მსხვერპლი გვექნებოდა ბევრად მეტი. გასაგებია რომ მსხვერპლი იყო, სამწუხაროა ეს და ვუთანაგრძნობთ ყველა ოჯახს, მაგრამ ჩვენ გამჭირვალე ქვეყანა ვართ და ყველაფერს ვაქვეყნებთ. არის სიკვდილობის ორი ტიპის შეფასება, ერთი ის რაც დასტურდება და მეორე შეფასებითი მაჩვენებლები რომელსაც აკეთებენ დიდი ინსტიტუციები რომლის მიხედვითაც სიკვდილიანობა გვაქვს 1,1 მაშინ როცა მთელი რიგ ქვეყნებს აქვს 1,9, 1,5 და ა.შ.
ამიტომ, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ არ დაგვიშვია საბედისწერო შეცდომა, საქართველოში კოვიდი იმართებოდა და იმართება იმ პრინციპებით, რაც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის მიღებული. გასაგებია რომ გვჭირდება სერიოზული ანალიზი რომელსაც ვაკეთებთ, ეს არ არის სატელევიზო განხილვის საგანი, ეს არის პროფესიონალების განხილვის საგანი სადაც ყველა არგუმენტი განიხილება. საუბარი იმაზე, რომ ჩვენ რამე განსაკუთრებული მოგივიდა არა, საქართველოში პანდემია იმართა ისე, როგორც ძალიან ბევრ წარმატებულ ქვეყანაში.
კი ვაქცინაციის დაბალი მოცვა არის ჩვენი ბრალი, პირადად ჩემი, მოსახლეობის, თქვენი ბრალი, ახლა რომ გვქონდეს 45%-ის ნაცვლად 80% უფრო თამამად შევხდებოდით შემოდგომას, ნაკლებად შეგვეშინდებოდა ახალი ქვეშტამების.
ამ ზაფხულსაც ბევრი რამე იგეგმება მსოფლიო ბანკის, გაეროს განვითარების სააგენტოს, გერმანიის განვითარების სააგენტოს მიერ იმისათვის, რომ გაძლიერდეს მოცვა განსაკუთრებით ბუსტერის. ჩემი გადმოსახედიდან პირველ მეორე დოზაზე 70%-მდე ასვლა შესაძლებელია, რაც შეეხება ბუსტერს დღეს ეს მაჩვენებელი არის 9%, მაგრამ მგონია რომ 30-40%-მდე ასვლა შეგვიძლია. შარშან აგვისტო-სექტემბერში დღიური აცრის მაჩვენებელი გვქონდა 20-23 ათასი, იგივე რომ გავიმეოროთ ავალთ ამ მონაცემებამდე.“ - განაცხადა გამყრელიძემ.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„შეიძლება რამდენიმე თვეში გუდა-ნაბადი ავიკრა და ქვეყნიდან წავიდე“ - გურამ ბაღდოშვილი
1 აგვისტოდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება - მინისტრი
საქართველოში ოქრო გაიაფდა
ქობულეთში, გონიოსა და კვარიათში სასტუმროები, ფაქტობრივად, დაცარიელებულია - “აჭარა ტური”
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი