07.სექტემბერი .2019 11:04

როგორ წარმოუდგენია გახარიას სიღარიბის დაძლევა ქვეყანაში?

views 422
უკან

პრემიერ მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრის ფორმატში დასმული კითხვის საპასუხოდ სიღარიბის დაძლევის ხედვებზე ისაუბრა. მისი თქმით, სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალება არის სამუშაო ადგილების გაჩენა. სამუშაო ადგილები კი სოციალურად პასუხისმგებლიანმა ბიზნესმა უნდა შექმნას.

„სიღარიბე არის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს ჩვენი ქვეყნისთვის. მისი შემცირების გარკვეული დინამიკა დღეს ფიქსირდება, თუმცა ეს არ არის საკმარისი. სიღარიბის დაძლევის ერთადერთი საშუალება გახლავთ დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სიღარიბეზე, საბოლოო ჯამში ვსაუბრობთ სამუშაო ადგილებზე. დღეს ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილი უნდა შექმნას თავისუფალმა, ეფექტურმა და სოციალურად პასუხისმგებლობით აღჭურვილმა ბიზნესმა.

ამისათვის ჩვენი მთავრობის ძირითადი პრინციპები იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება. რა თქმა უნდა ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტირებული საწარმოო სიმძლავრებიის განვითარებაზე, რა თქმა უნდა ცალკე უნდა გამოვყოთ ადამიანური კაპიტალის განვითარება და ამას ყველაფერს ხელი უნდა შეუწყოს ეფექტიანმა ბიუროკრატიამ, რომლის ეფექტური მუშაობა იქნება ახალი მთავრობის ძირითადი პრინციპი“-განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა