Wealth-X-ის კვლევის მიხედვით, უორენ ბაფეტის ქონება, დაახლოებით, $84 მილიარდია. იმის მიუხედავად, რომ 89 წლის ბაფეტი მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, ის თავმდაბლობით და ხელგაშლილობით გამოირჩევა. როგორც CNBC წერს, მაგალითად, ბაფეტის ყოველი დილა McDonald’s-ის $3.17-იანი საუზმით იწყება. ასევე, თებერვალში სანამ iPhone 11-ს შეიძენდა, უორენი $20-იან დასაკეც ტელეფონს იყენებდა. შეგახსენებთ, რომ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway-ი Apple-ის 5.9%-იანი წილის მფლობელია.
როგორც თავად ბაფეტი ამბობს, მას არ იზიდავს მდიდრული ცხოვრების წესი, რომელიც აღსავსეა ძვირიანი სახლებით, მანქანებით და სამკაულით. აღსანიშნავია, რომ უორენ ბაფეტი ჯერ კიდევ იმ სახლში ცხოვრობს, რომელიც მან ნებრასკაში 1958 წელს $31,500-ად შეისყიდა (ეს თანხა დღეს $285,000-ის ეკვივალენტია). ბაფეტი თავის სახლს მესამე ყველაზე მნიშვნელოვან ინვესტიციად მიიჩნევს, სიაში სახლს წინ უსწრებს ნიშნობის ორი ბეჭედი.
ბაფეტი არც კერძო ტრანსპორტს ანიჭებს დიდ უპირატესობას. 2014 წელს მან $46,000-ანი Cadillac XTS-ი იყიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავისმა ქალიშვილმა სიუზიმ უსაყვედურა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ძველი მანქანით სიარული “სირცხვილი” იყო. ერთ წელიწადში, ბაფეტმა თავისი ძველი Cadillac-ი $122,500-ად გაყიდა და თანხა ქველმოქმედებისთვის გადარიცხა.
ამას გარდა, ბაფეტი ერთი კერძო თვითმფრინავის მეპატრონეა, რომლით სარგებლობასაც “ერთადერთ ყველაზე ძვირიან საქმეს” უწოდებს. უორენის თვითმფრინავი, დაახლოებით, $32 მილიონი ღირს.
როგორც Giving Pledge-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბაფეტს ბილ და მელინდა გეითსებთან ერთად ქველმოქმედებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის. 2010 წელს დაფუძნებულ კომპანიას 200-ზე მეტი მილიარდერის/მილიონერის ხელმოწერა აქვს შეგროვებული, რომლებიც დამფუძნებლების მსგავსად, თავისი სიმდიდრის დიდ ნაწილს ქველმოქმედებისთვის რიცხავენ.
2006 წლიდან მოყოლებული, ბაფეტს ქველმოქმედებაში $37 მილიარდი აქვს გადარიცხული.
ბაფეტის ქონების 99% Berkshire Hathaway-ს ინვესტიციებიდან მოდის, რაც, დაახლოებით, $82 მილიარდს უტოლდება. თუმცა, ბაფეტს საკუთარი წილებიც აქვს შესყიდული. მაგალითად, ბაფეტი აშშ-ის Bancorp-ის, დაახლოებით, $30-მილიონიანი აქციის მეპატრონეა, კიდევ $19.5 მილიარდი Seritage Growth Properties-ს აქციებში აქვს ჩადებული, ხოლო კიდევ უფრო დიდი ინვესტიცია მან Wells Fargo-ში ჩადო, $45 მილიონის სახით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას