მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხდება პენსიის ნაღდი ფულით მიღება - ინფორმაცია პენსიონერებისთვის

5e83887670e15
ნინი ლონგურაშვილი
31.03.20 23:40
7387
პენსიის თანხის ნაღდი ფულით მიღება შესაძლებელი იქნება მხოლოდ „ლიბერთი ბანკის“ მიერ წინასწარ გაცხადებული გრაფიკით. ხოლო, თანხის ჩარიცხვისთანავე, ანუ 23 მარტიდან, ბარათზე დარიცხული პენსიის გამოყენებას პენსიონერები შეძლებენ სავაჭრო ობიექტებში - აფთიაქში, მაღაზიაში ან კომუნალური გადასახადების გადახდისას.

“საქმიანი დილის” ეთერში “ლიბერთი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა ვაჟა მენაბდემ განმარტა, რომ თანხის განაღდება გადანაწილებულია რამდენიმე დღეზე, იმისთვის რომ რიგები არ იყოს და ამით კორონავირუსის გავრცელების საფრთხე მინიმუმამდე შემცირდეს.

“რაც შეეხება ნაღდი თანხის მიღებას, აუცილებელია დაელოდონ იმ რიცხვს, როცა მათთვის იქნება შესაძლებელი თანხის "გაქეშება". აუცილებელია მივაწოდოთ ადამიანებს ინფორმაცია და ტყუილად ნუ გამოვიყვანთ ამ ხალხს, ტყუილად ნუ დავაყენებთ რიგში, როდესაც ხვალ, ზეგ, მაზეგ არის ამ თანხის გაქეშება შესაძლებელი და არა მხოლოდ იმ დღეს. ადამიანებმა უნდა შეამოწმონ, როდის არის შესაძლებელი ნაღდი თანხის გამოტანა და მობრძანდნენ ან იმ დღეს, ან მომდევნო ნებისმიერ დღეს, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც გამოცხადების დღეს მოვიდნენ. თუ განვაცხადეთ რომ, მაგალითად ხვალ 10 საათიდან შესაძლებელია თანხის გატანა, ეს ნიშნავს, ხვალ, ზეგ, მაზეგ მოსვლას, ან სულაც 2 კვირის და 3 კვირის შემდეგაც. ამის მიზანია, ბევრი ადამიანი ერთად არ მოსულიყო ბანკში “, - განაცხადა ვაჟა მენაბდემ.

როგორც “ლიბერთი ბანკის” მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი ამბობს, ეს პირობები ეხება ყველა ასაკის პენსიონერს. პირველი 5 დღე “ლიბერთი ბანკმა” თავად დაიწყო საკუთარი სახსრებით პენსიის დარიცხვა და ამისთვის 100 მლნ ლარი გამოყო, რაც საკმარისი იყო 70+ პენსიონერებისთვის ჩასარიცხად. ხოლო, პარასკევს უკვე სახელმწიფოსგან მიიღეს დაფინანსება და ყველა პენსიონერს პენსია უკვე დარიცხული აქვს.

“მთლიანი საპენსიო ფონდის ყოველთვიური მოცულობა 220-230 მლნ ლარია, მათ შორის ასაკობრივი პენსიონერების არის დაახლოებით 150-180 მლნ ლარი, ანუ ასაკობრივების თანხა მთლიანად გამოყოფილია. თუ ადრე 14 რიცხვში ვიწყებდით პენსიების ჩარიცხვას, ახლა უკვე 14-ში დარიცხვების პროცესი დასრულებული გვექნება“,- განაცხადა ვაჟა მენაბდემ.