მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ხდება სასტუმროების საკარანტინე პროექტში ჩართულობა – ქვრივიშვილის განმარტება

5f37c14a7342f
თამთა ჯიჯავაძე
15.08.20 15:03
1213
გვაქვს მარტივი, მკაფიო, გასაგები კრიტერიუმები, რომელიც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, რომელიც თავის მხრივ, ეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტებს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„უკლებლივ ყველა სასტუმრო, რაზეც პასუხს ვაგებ პირადად, რომელმაც გამოხატა ინტერესი აღნიშნულ პროექტში ჩართულობის შესახებ, იმ კონკრეტული ფიქსირებული ტარიფით, რომელიც სახელმწიფოს დაწესებული აქვს, დღეს არის საკარანტინე პროექტში“, – აღნიშნა ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, არის სასტუმროების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომლებმაც უარი განაცხადეს საკარანტინე პროექტში ჩართულობაზე.

„უარი ძირითადად უკავშირდება ორ მიზეზს. ერთი – გაუგებარი მიზეზების გამო, სასტუმროს მფლობელებს ურჩევნია, რომ ჰქონდეს დაკეტილი სასტუმრო, ვიდრე პროექტში ჩაერთოს, თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პროექტში ჩართულობით მათ საშუალება აქვთ ადამიანები დასაქმებული ჰყავდეთ და მეორე კატეგორიაა სასტუმროების, რომლებსაც შიდა ტურიზმიდან საბედნიეროდ, უკვე ძალიან პოზიტიური დატვირთულობის კოეფიციენტი აქვთ“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.