02.სექტემბერი .2019 12:48

როგორ ხედავს მამუკა ბახტაძე საქართველოს 2022 წელს?

views 911
უკან

მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნება $5500-6000-მდე - ამის შესახებ უკვე ყოფილი პრემიერი მამუკა ბახტაძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ განცხადებაში საუბრობს, სადაც საზოგადეობას მისი თანამდებობიდან წასვლა ამცნო.

ბახტაძე საკუთარი საქმიანობის ერთ წელსაც აჯამებს და ქვეყნის სამომავლო პერსპექტივებზე საუბრობს.

“უპრეცედენტოდ შემცირებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ფონზე და მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, გაგვიჩნდა ისტორიული შანსი, რომ უკვე 2022 წელს მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი.

საინვესტიციო რეიტინგის მიღწევა 2022 წელს ნიშნავს, რომ გვაქვს ხელშესახები პროგრესი:

o მშპ ერთ სულ მოსახლეზე იქნება $5500-6000-მდე;

o სახელმწიფო მმართველობის ეფექტიანობის მაქსიმალური მიახლოება ევროკავშირის ქვეყნებთან; და

o საგარეო მოწყვლადობა (სხვა ქვეყნებზე დამოკიდებულება) მაქსიმალურად შემცირებული.

ჩვენ გვაქვს რეალური შესაძლებლობები კიდევ უფრო შევამციროთ და მინიმალურ ნიშნულზე შევინარჩუნოთ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ამის კარგი მაგალითია:

ტურისტების რაოდენობისა და შესაბამისად, პროდუქტებზე მოთხოვნის ზრდის მიუხედავად, შესაძლებელი გახდა, სოფლის მეურნეობის პროდუქტებში სავაჭრო დეფიციტი 900 მილიონ აშშ დოლარიდან შეგვემცირებინა 300 მილიონ აშშ დოლარამდე. 2020 წელს კი, გვაქვს რეალური შანსი, ეს დეფიციტი გავანულოთ, მით უმეტეს, რომ ამ დროისთვის ფაროსანასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილო”-აცხადებს მამუკა ბახტაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა