მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როგორც ჩანს, ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს და ანაკლიის პროექტის ბედიც უფრო მადარდებს"

5d8225bc2c11b
თელარა გელანტია
18.09.19 16:38
848
„არ მინდა ჭორაობაში შევყვე ბათონ მამუკა ხაზარაძეს, რადგან ბევრად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს და როგორც ჩანს, ამ პროექტის ბედიც უფრო მადარდებს“, - ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას.

მედია დღეს დაინტერესდა, ანაკლიის პორტის პროექტის პოტენციურ ინვესტორებთან შეხვედრაზე იყო თუ არა ნათქვამი ფრაზა „თქვენნაირი ინვესტორები არ გვინდა“.

„მიჭირს სერიოზული კომენტარი გავაკეთო, რა თქმა უნდა ასეთი არც ფრაზა და არც მსგავსი სულისკვეთება ყოფილა ამ შეხვედრაზე. არაერთხელ ვთქვი, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით გვაქვს სრული მზაობა, რომ ეს პროექტი შედგეს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ და სხვა ინვესტორებსაც, კონსორციუმის თხოვნით ჩვენ შევხვდით მათ.

კონსორციუმმა შემოიტანა განაცხადი „კონტი ჯგუფის“ „მერიდინა კაპიტალ ლიმეტედით“ ჩანაცვლების შესახებ.

ხელშეკრულების თანახმად, გვაქვს დაწესებული გარკვეული ვადა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ უნდა შევისწავლოთ ამ ინვესტორის ფინანსური მდგომარეობა, რეპუტაცია და სხვა ფაქტორები. ეს პროცესი სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობს და ვისურვებდი, ყველა მხარემ მოგვცეს საშუალება, რომ მთავრობამ და კონსორციუმმა ვიმუშაოთ ამ პროექტის განხორციელებისთვის“, - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა.