ახლო პერსპექტივაში ვიდრე დოლარი არ განაგრძობს დასუსტებას, როგორც ჩანს ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაში წერია.
მთავარი ეკონომისტის შეფასებით, გასულ კვირაში ლარმა გამყარება განაგრძო, რაც მოლოდინების შესაბამისია.
"ამასთან აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ლარი დოლართან გამყარდა და ამავდროულად, ევროსთან გაუფასურდა. ასევე, დაახლოებით იმავე დონეზეა ლარის საშუალო კურსი ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით. მაშინ, როდესაც ყველაზე დაკვირვებადი დოლარი/ლარის წყვილია, ანალიტიკური თვალსაზრისით სწორედ საშუალო კურსი და დოლართან შედარებით ევროს მიმართ დინამიკა უფრო ინფორმატიულია. ამ მხრივ, საყურადღებოა, რომ ლარის საშუალო კურსის ფაქტობრივი მაჩვენებელი, მის გრძელვადიან შეფასებასთან შედარებით ახლოა ან შესაძლოა მცირედით უფრო გამყარებულია, რაც ლარის დამატებით გაძლიერებას უფრო ნაკლებალბათურს ხდის. ამასთან, სხვა ვალუტების გაცვლით კურსებთან ერთად, ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა იქნება ევრო/დოლარის ნიშნული. ჩვენს მკითხველს შევახსენებთ, რომ ლარის პრობლემები 2014 წლიდან დაიწყო, როდესაც სუსტი დოლარის პერიოდი დასრულდა. სადღეისოდ კი, ბაზრის კონსენსუსია, რომ უკვე ძლიერი დოლარის პერიოდი ეტაპობრივად სრულდება, თუმცა ეს შეფასება უფრო საშუალოვადიან ინდიკატორებს ეყრდნობა და ამდენად, ზუსტი თარიღის დასახელება რთულია. მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო წლებში საბაზო სცენარი უფრო ძლიერი ევროა, რაც განსაკუთრებით საქართველოში სამიზნესთან ახლო ინფლაციის პირობებში, ლარის დოლართან სადღეისოსთან შედარებით დამატებით გამყარების მოლოდინებს საკმაოდ რეალისტურს ხდის. ახლო პერსპექტივაში კი, ვიდრე დოლარი არ განაგრძობს დასუსტებას, როგორც ჩანს ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია.
გამყარების მიზეზებიდან, ძლიერი სავალუტო შემოდინებების არგუმენტს მე-3 კვარტლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაღალი მაჩვენებელი დამატებით ამყარებს. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ოქტომბერში სებ-მა სავალუტო ბაზარზე 100 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. ნოემბრისა და დეკემბრის სტატისტიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, თუმცა სავარაუდოა, რომ ვალუტის შესყიდვის მიმართულებით საკმაოდ მოცულობითი ინტერვენციები კვლავ გრძელდება.
სამომავლოდ, ვფიქრობთ, რომ წმინდა სავალუტო შემოდინებები შესაძლოა გარკვეულწილად დანორმალიზდეს, თუმცა ეს ფაქტორი მაინც ლარის მხარდამჭერი ან სულ მცირე ნეიტრალური იქნება. უფრო დეტალურ განხილვას, მკითხველს ჩვენს შემდგომ პუბლიკაციებში შევთავაზებთ, სადაც მიგრანტების შესაძლო გასვლის სცენარიც იქნება განხილული. აღსანიშნავია, რომ არსებული შეფასებით, ასეთ უფრო დაბალ ალბათურ განვითარებაშიც, საკმაოდ ბევრი დამაბალანსებელი ფაქტორი იკვეთება", - წერია თიბისი კაპიტალის შეფასებაში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება