მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„როგორც ჩანს უკონტროლო პროცესებია" – ალექსანდრე რატიშვილი ლარის კურსზე

5f6ce09e54a92
თამთა ჯიჯავაძე
24.09.20 22:36
965
„როგორც ჩანს უკონტროლო პროცესებია, რაც აფრთხობს არამარტო ბიზნესებს, არამედ მთელ საზოგადოებას“, – ამის შესახებ „ემ სი ბი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა, ალექსანდრე რატიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ლარის კურსის პრობლემაზე უკვე დიდი ხანია ბიზნესი, და არამარტო ბიზნესი საუბრობს, თუმცა, დღეს უკვე ვითარება ყოველგვარ კრიტიკულ ნიშნულს გადასცდა და გაუგებარი პროცესები მიმდინარეობს.

„ამ საკითხზე დამოკიდებულია ძალიან ბევრი ადამიანის ბედი. ქვეყანაში მიმდინარეობს ადამიანების და ბიზნესის ძარცვა. ეს არ არის ვიღაცის შეგნებული ქმედება. მაგრამ ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ტარდებოდა ქვეყანაში მრავალი წლის განმავლობაში, სამწუხაროდ, ლარის კურსის მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი დინამიკით, აჩვენებს ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის კატასტროფულ სურათს და მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის არასწორობას“, – განაცხადა რატიშვილმა.

მისივე თქმით, ყოველწლიურად მდგომარეობა უარესდება, –„უარესდება ისე რომ ყოველგვარი პროგნოზის გაკეთებაც კი შეუძლებელი ხდება. გაუფასურება შეიძლება მოხდეს. ეს ყველა ქვეყანაში ხდება. მცურავი კურსი აქვს არჩეული ქვეყანას და ეს სწორია, მაგრამ რა ხდება შიგნით და პროცესი როგორ იმართება, ამაზე სერიოზული კითხვები გვაქვს, რაზეც პასუხებს ვერ ვიღებთ“, – დასძინა მან.