მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს შეზღუდვა ღამის კლუბების სექტორზე გავრცელდება - თურნავა

60d1a8734d898
ინგა მურუსიძე
22.06.21 13:40
663
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ყველაზე დიდხანს შეზღუდვები სავარაუდოდ ღამის კლუბების სექტორზე გავრცელდება.

თურნავამ უწყებათშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ სექტორის წარმომადგენლებს მიმართა და მოუწოდა, მიმართონ მთავრობას ინიციატივით იმის თაობაზე თუ რა სახის დახმარების პაკეტის შემუშავება არის მათთვის შესაძლებელი. 

„ძალიან კარგად მესმის, რომ პანდემიის პირობებში ზაფხულის ტურისტული სეზონი იქნება იმაზე უკეთესი, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით, მაგრამ ვერ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ შეზღუდვების მინიმალური რაოდენობა რჩება და სამწუხაროდ, ვრცელდება ღამის კლუბებზე. ჩვენი ეპიდემიოლოგების მიერ ღამის კლუბები მიჩნეულია ერთ-ერთ რისკის მატარებელ ჯგუფად. ვფიქრობ, უნდა განვიხილოთ ღამის კლუბებთან ერთად რა დახმარების შესაძლებლობები არსებობს, ეს ინდუსტრია მართლაც დაზარალებულია, ისევე როგორც სხვა ინდუსტრია.

როგორც ჩანს, ყველაზე დიდხანს შეზღუდვა ამ სექტორზე გავრცელდება. მოვუწოდებ დარგის წარმომადგენლებს, მოგვმართონ წინადადებებით და ზად ვართ ქალაქის მუნიციპალუტეტთან, ასევე კულტურის სამინისტროსთან ერთად შევხვდეთ და განვიხილოთ საკითხი, თუ როგორ დავეხმაროთ მათ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.