“მთავრობის ვალი აჭარბებს ზღვრულ 60%-იან დონეს, რაც, სიმართლე გითხრათ, როგორც ეკონომისტს და ფინანსისტს მაწუხებს, ისევე როგორც დეფიციტი, რომელიც მშპ-ის 7.6% იქნება", - აცხადებს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე. კანონის შესაბამისად, ვალის 60%-იანი ნიშნულის გადაჭარბების შემთხვევაში, მთავრობა ვალდებულია, წარადგინოს გეგმა იმის თაობაზე, თუ როგორ მოხდება მომდევნო წლებში ვალის შემცირება.
დღეს გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე, ირაკლი კოვზანაძემ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს სთხოვა განმარტება იმის თაობაზე, თუ რა ნაბიჯების შედეგად გეგმავს ფინანსთა სამინისტრო ვალის ნიშნულის 60%-ზე ქვემოთ შემცირებას. კაკაურიძის განცხადებით, არსებულ ვითარებაში საქართველოსთვის გაზრდილი ვალი განსაკუთრებულად სარისკოა, რადგანაც მისი მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოურ ვალუტაში არის ნომინირებული. კაკურიძე ამბობს, რომ 3 წლის ვადაში ვალის ნიშნული 57%-მდე დაიწევს, რასაც შემცირებული დეფიციტის მაჩვენებელი უზრუნველყოფს.
“მომდევნო 3 წლის განმავლობაში დეფიციტს ვამცირებთ ყოველწლიურად, ამ პარამეტრების დაცვით ჩვენ ვალს შევამცირებთ 57.5%-მდე. ეს არის კანონის ფარგლებში, თუმცა ის მაინც მაღალი მაჩვენებელია და ჩვენ გვჭირდება ვალის უფრო მეტი მოცულობით შემცირება. სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველის ვალის 80% არის საგარეო ვალი. მე არ მახსენდება წარმატებული ქვეყანა, რომელსაც ვალის თუნდაც 30-40%-ზე მეტი საგარეო ვალი აქვს. თუ ვალი აქვს, ყველას აქვს საშინაო ვალი, ეს იქნება აშშ; იაპონია თუ სხვა ქვეყნები. ამ ქვეყნებს ვალის მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 100%-ზე მეტიც აქვთ. მაგრამ, ეს არის საშინაო ვალი და არ იწვევს ეკონომიკიდან მომავალში თანხის გადინებას და არ არის სავალუტო რისკის შემცველი.
დღეს, საქართველოსთვის მშპ-თან მიმართებით ვალის 60%-ზე მაღალი მაჩვენებელი არის სარისკო, ამიტომ გვჭირდება მისი შემცირება. ჩვენი სცენარის მიხედვით, ჩამოვდივართ ვალის 57%-იან დონეზე. ეს შემცირება განპირობებულია იმით, რომ ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება ეტაპობრივად მცირდება", - აცხადებს გიორგი კაკაურიძე.
2021 წლის ბიუჯეტის მესამე წარდგენის პროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობის ბიუჯეტი 2.46 მილიარდი ლარით, 18.4 მილიარდ ლარამდე იზრდება. გაზრდილი ხარჯების დაფინანსების მთავარი წყარო მომდევნო წელსაც ახალი ვალის აღება იქნება, რაც 5.27 მილიარდი ლარით არის განსაზღვრული. ახალი ვალებიდან 1.45 მილიარდი ლარი საინვესტიციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიმართება, ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტები 2.17 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო 1.65 მილიარი ლარით მთავრობა $500-მილიონიანი ევრობონდების რეფინანსირებას გეგმავს.
ბიუჯეტის პროექტის პირველი თავის თანახმად, 5.27-მილიარდიანი ვალიდან 100% საგარეო ვალი იქნება და მომდევნო წელს მთავრობა შიდა ვალს არ აიღებს ანუ არ მოხდება სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება. შეგახსენებთ, რომ 2020 წელს მთავრობამ შიდა ვალის სახით 1.85 მილიარდი ლარის მობილიზება მოახდინა.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით შეზღუდვები დავაბრუნოთ - პრემიერი
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?