მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, ვფიქრობ, საქართველოს ესმის თავისი პასუხისმგებლობები"

5ebc4e3ea5ad3
თამთა ჯიჯავაძე
13.05.20 23:42
1012
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსი იმედოვნებს, რომ ერთ დღეს საქართველო მზად იქნება ევროკავშირის წევრობისთვის.

„როგორც ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანა, ვფიქრობ საქართველოს ესმის თავისი პასუხისმგებლობები“, – აღნიშნა მან საქართველოსთვის გამოყოფილი ფინანსური მხარდაჭერისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

„ნდობა შეიძლება მხოლოდ აშენდეს პროგრესის მიღწევით ვალდებულებების და პირობების შესრულების, მათ შორის 2020 წლის 8 მარტს საქართველოში ყველა მთავარი პოლიტიკური პარტიის მიერ მიღწეული შეთანხმების შესრულების კუთხით“, – აღნიშნავს ის.

კუბილიუსი საუბრობს ევროკავშირის მიერ საქართველოს მხარდაჭერაზე კრიზისის პერიოდში:

„მინდა ხაზი გავუსვა იმ უდიდეს მხარდაჭერას, რაც 500 მილიონ ევროს აჭარბებს ევროკავშირისგან და მისი საერთაშორისო პარტნიორებისგან, რომელიც მიემართება საქართველოს დასახმარებლად რეფორმების განხორციელებისთვის, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლისა და მის სოციალურ და ეკონომიკურ შედეგებთან გასამკლავებლად. ამ მხარდაჭერის მთავარი კომპონენტი არის უზრუნველყოფილი იმ ვალდებულებებით, რაც საქართველომ აიღო, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის, საარჩევნო რეფორმის, ეკონომიკური მმართველობისა და გამჭვირვალობის თვალსაზრისით. ჩვენ აქ ვართ რომ დავეხმაროთ საქართველოს რათა ჰქონდეს სასამართლო სისტემის უმაღლესი სტანდარტები და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი. და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც აუცილებელია საქართველოს და მისი მოსახლეობის დასახმარებლად, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღონ ღია დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობისაგან“.