მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორც კი ეპიდვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია, რეგულაციები შემსუბუქდება - ღიბრაძე

609cd9f8c8f52
თელარა გელანტია
13.05.21 11:46
592
"როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია, მოხდება რეგულაციების შემსუბუქება“, - განცხადებას უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსი გიორგი ღიბრაძე აკეთებს.

საქმე ისაა, რომ დღეიდან მოიხსნა ყველა ის რეგულაცია, რომელიც უქმე დღეებთან დაკავშირებით იყო დამატებით შემოღებული. ეს ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სკოლებს და სააღმზრდელო დაწესებულებებს.

ოპერაციული შტაბის უფროსის თქმით, სხვა არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

„ეს საკითხი ცხადია, ყველას გვაწუხებს, როგორც მოსახლეობას, ისე იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. სიტუაციის ანალიზი პერმანენტულ რეჟიმში ხდება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე ხდება ერთიანი ინფორმაციის გაანალიზება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია მოხდება რეგულაციების შემსუბუქება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ციფრებზე. იქ უამრავი სხვა კომპონენტია, რომლის გათვალისწინებაც ხდება გადაწყვეტილების მიღების დროს. როგორც კი კომპონენტების ერთობლიობა მოგვცემს საშუალებას, ცხადია, რეგულაციების შემსუბუქება მოხდება“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.