მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ბიზნეს გარემოა საქართველოში თურქი ბიზნესმენებისთვის - ელჩის შეფასება და რჩევა

5dbd569cdce78
BM.GE
03.11.19 10:00
1262
„საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც თურქ ბიზნესმენებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ კომფორტულად და კომფორტულად ნახონ მოგება”, - ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა განაცხადა.

როგორც bm.ge-ისთან ინტერვიუში ელჩმა აღნიშნა, თურქ ბიზნესმენებს აქვთ გარკვეული პრობლემები საქართველოში, თუმცა ეს ბუნებრივია, ვინაიდან პრობლემა ყველა ბიზნესში შეიძლება წარმოიშვას.

„რა თქმა უნდა, როდესაც თურქ ბიზნესმენებს აქვთ პრობლემები, პირველ რიგში, მოდიან ჩვენთან, მათი დახმარება ჩვენი ერთ-ერთი პასუხისმგებლობაა. ხანდახან პრობლემები წარმოიშვება თავად ბიზნესმენის გამო. ამიტომაც პირველ რიგში, ისინი უნდა იყვნენ თავაზიანები, უნდა დააკვირდნენ საქართველოს კანონმდებლობას. ისინი უნდა იყვნენ პატიოსნები და ბიზნესი აკეთონ პატიოსნად. პრობლემები, რომელსაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, ეხება იმას თუ როგორ მოქმედებს საქართველოს კანონი თურქეთის მოქალაქეებზე“, - აღნიშნა ელჩმა.

მისივე თქმით, არის რამდენიმე მნიშვნელოვანი საქმე, რომლის მოგვარებაშიც ჩაერთნენ.

„ერთია მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული საქმე; ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე გადავდგი დიპლომატიური ნაბიჯები, ვინაიდან სასამართლო მოსმენაზე ძალიან უსიამოვნო კომენტარები იყო თურქი ბიზნეზმენების წინააღმდეგ. ჩვენ ამ საქმეში ჩავერიეთ, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ არსებობენ ადამიანები საქართველოში და მის გარეთაც, რომელთაც არ უხარიათ საქართველოსა და თურქეთს შორის კავშირების განვითარება ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროებში ან კონკურენციის გამო ან იმიტომ რომ მათ იციან, რომ ეს კავშირები ეხმარება ზოგად ურთიერთობას. არიან ქვეყნები, მაგრამ არ დავასახელებ რომელიმე კონკრეტულს, თუმცა, საუბარი მაქვს უფრო ცალკეულ ჯგუფებზე“, - განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა.

ელჩი ამბობს, რომ თურქ ბიზნესმენებს სხვა სახის პრობლემებიც ექმნებათ, თუმცა, იგივე შეიძლება მოხდეს თურქეთშიც.

„საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, სადაც თურქ ბიზნესმენებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ კომფორტულად. კომფორტულად ნახონ მოგება, თუმცა, მათ პარტიონერები უნდა შეარჩიონ ჭკვიანურად. მათ უნდა ჰყავდეთ კარგი ადვოკატები და ბუღალტრები. მიუხედავად ამისა, ზოგჯერ მაინც ვხედავთ პრობლემებს, თქვენი მთავრობა აკეთებს მაქსიმუმს, ბიზნესომბუდსმენიც, მე ყოველთვის ვამბობ, რომ პრობლემები შეიძლება ნებისმიერ ბიზნესსა და ურთიერთობაში წარმოიშვება. არის თუ არა დახმარების ეს არხები და სურვილი ამ პრობლემების მოგვარების ჩვენი პარტიორებისგან? საქარველოში ეს ჩვენ გვაქვს“, - განაცხადა ელჩმა.