მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი ეპიდსიტუაციაა იმ 5 ქვეყანაში, ვისაც საქართველომ საზღვრები უპირობოდ გაუხსნა?

5f106fb8d412a
ნათია თაქთაქიშვილი
16.07.20 19:40
1043
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველომ საზღვარები ამ ეტაპზე უპირობოდ 5 ქვეყანას გაუხსნა. ეს ქვეყნებაია: გერმანია, საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

BM.GE დაინტერესდა როგორია ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა ამ 5 ქვეყანაში:

16 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევები 29-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა ჯამურმა რაოდენობამ 201,281 შეადგინა. Worldometers-ის მიხედვით, გასული 24 საათის განამავლობაში გარდაცვალების ახალი ფაქტი არ გამოვლენილა. ქვეყანაში ჯამურად გარდაიცვალა 9,148 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 186,400 ინფიცირებული.

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთის რეგიონების უმეტესობა ისევ მწვანე ზონაში რჩება, გარდა Mayotte-ის და French Guiana-სი. 16 ივლისის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 70 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო გარდაიცვალა 2 ადამიანი. კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 173,304 შეადგინა, გარდაიცვალა 30,120 ინფიცირებული, ხოლო გამოჯანმრთელდა 78,820 ადამიანი.

16 ივლისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ლატვიაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1 შემთხვევა გამოვლინდა და გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დადასტურებულა. მთლიანობაში კორონავირუსით ინფცირების 1,179 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 31 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1,022 ინფიცირებული.

16 ივლისის მონაცემებით, ინფიცირების მცირე შემთხვევები ვლინდება ლიეტუვაშიც. ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 6 შემთხვევა იქნა გამოვლენილი. აღნიშნულ პერიოდში ლეტალური ფაქტი არ დაფიქსირებულა. ლიეტუვაში ჯამურად კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობამ 1,902 შეადგინა, გარდაიცვალა 79 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1,593 ინფიცირებული.

რაც შეეხება ესტონეთს, ბოლო მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 1 ფაქტი გამოვლიდა და გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა. ესტონეთში კორონავირუსით ინფიცირების ჯამურმა რაოდენობამ 2,016 მიაღწია, გარდაიცვალა 69 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 1,904 ინფიცირებული.