მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება 12-მეტრიანი 126 ახალი ავტობუსი, რომელსაც "თეგეტა მოტორსი" შემოიყვანს

5e59204f9a4e7
ვიქტორია მღებრიშვილი
28.02.20 23:40
6991
გუშინ, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტს 126 ახალი 12-მეტრიანი ავტობუსი შეემატება. 

როგორც BM.GE-ის ახალი ავტობუსების შემომყვანი კომპანია "თეგეტა მოტორსის" გენერალურმა დირექტორმა ავთო წერეთელმა განუცხადა: "ჩვენ ზაფხულისთვის 126 ახალი 12-მეტრიანი ავტობუსი უნდა შემოვიყვანოთ."

მისი ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი 37 მლნ ევროს ღირებულებისაა და კომპანია მაღალი ხარისხის ბრიტანული ბრენდის ავტობუსებს შემოიყვანს.


"ჩვენ ზაფხულისთვის 126 ახალი 12-მეტრიანი ავტობუსი უნდა შემოვიყვანოთ. ეს იქნება ბუნებრივ აირზე, ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი სტანდარტის ავტობუსები. ეს გახლავთ BMC-ის მარკის ავტობუსები. ჩვენ შეზღუდულები ვიყავით მოწოდების დროში, ამიტომ მოგვიწია დიდი ძალისხმევის გაწევა, იმისთვის რომ მოგვეძებნა მაღალი ხარისხის პროდუქტი, რომლის მოწოდებასაც მალე შევძლებდით, ასეთი იყო დაკვეთა ჩვენ მიმართ და ეს მოვახერხეთ. British Motor Company – ეს არის ბრიტანული კომპანია, რომელიც თურქეთში აწყობს ავტობუსებს. ყველა ნაწილი, რომლითაც იწყობა ავტობუსები - ეს იქნება ძრავი თუ ა.შ. არის ბრენდული - გერმანული და სხვა ბრენდები.

ავტობუსი ძალიან კომფორტულია, დიზაინიც ძალიან კარგი აქვს. არის ეკოლოგიურად აბსოლუტურად უსაფრთხო და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, როგორც MAN-ის ავტობუსების მიმართ ჩვენი მოქალაქეები ძალიან დიდ კმაყოფილებას გამოთქვამენ და ეს პროექტი ჩვენთვის საამაყოა, ასევე იქნება BMC-ის ავტობუსებზე. ჯამში „თეგეტა მოტორსი“ 360 ერთეული ავტობუსის შემომყვანი გახდება. ეს პროექტი 37 მლნ ევროს ღირებულების არის“, - განაცხადა „თეგეტა მოტორსის“ დირექტორმა.