მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება ბახმაროს პარკი - პროექტი

615ebec0c49e0
BM.GE
07.10.21 14:20
1227
მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ბახმაროს პარკის რეაბილიტაციას ახორციელებს, რისთვისაც უწყებამ 2020 წლის სექტემბერში სამშენებლო კომპანია შპს ქართლთან 1,293,996 ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა და ის ხელმოწერიდან 18 თვის ვადაში უნდა დაასრულოს. 

"პროექტის ფარგლებში, ბახმაროს პარკში მოეწყობა ბილიკები, ამფითეატრი, საბავშვო და სპორტული ზონები, ფანჩატურები; ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები, წყლის სოკოები, ნაგვის ურნები, ლამპიონები;

გამწვანდება პარკის ტერიტორია, რომელიც დაიყოფა სხვადასხვა დანიშნულების ზონებად;

პარკი სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის,"- ნათქვამია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თუმცა, ჯერჯერობით პარკი მისი საბოლოო იერსახისგან საკმაოდ შორსაა და სამშენებლო კომპანიას რიგი სამუშაოები აქვს დარჩენილი. 

ბახმაროს პარკის პროექტი: