მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება “ციფრული ლარი” - პაპუნა ლეჟავას პასუხი

62da64f25a57a
შოთა ტყეშელაშვილი
22.07.22 13:10
1074
საქართველის ეროვნული ბანკი უკვე მეორე წელია ციფრული ლარის პროექტის დანერგვაზე მუშაობს. BMG TV-ის ეთერში სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ საპილოტე რეჟიმში ციფრული ლარი წლის ბოლომდე გაეშვება. ამასთანავე, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ამჟამად მუშავდება ციფრული ლარის გამოყენების შესაძლო სისტემები.

“წავედით Sandbox-ის მოდელით; გვინდა, რომ გაიტესტოს ციფრული ლარი; ვნახოთ, როგორ მუშაობს ციფრული ლარი და ტექნოლოგიურად რა გავლენა აქვს ბაზარზე და ამის შემდეგ გადავწყვიტოთ სრული დანერგვა. მიდგომა გვაქვს შემდეგნაირი, რა უპირატესობები მოაქვს ციფრულ ლარს და რა შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ საქართველოში.

ციფრული ლარი არის პროგრამირებადი და მასში შეგვიძლია ჩავაშენოთ ლოგიკა. განვსაზღვრეთ გარკვეული მაგალითები, სადაც შეიძლება იქნას ციფრული ლარი გამოყენებული და ზუსტად ახლა მიმდინარეობს მაგალითების დამუშავება და რამდენიმე კონკრეტული მაგალითის დატესტვას ვაპირებთ. იმედი გვაქვს, რომ პარტნიორს წლის ბოლომდე შევარჩევთ;

პილოტის დაწყებას წლის ბოლომდე ვაპირებდით და ალბათ გავაკეთებთ კიდეც. ეს არ შეეხება ნამდვილად ყველას, ეს შეეხება გარკვეულ ჯგუფს.

შორთლისტი ნამდვილად გვაქვს, 100-ზე მეტ ორგანიზაციას შევხვდით, ვინც შეიძლება იყოს ტექნოლგიური პარტნიორი და მათი ნაწილი მაისის დასაწყისში ჩამოსულიც იყო საქართველოში, სადაც ჩვენ ციფრული ლარის სარგებლებზე ვისაუბრეთ და კონფერენცია გავაკეთეთ,” - განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

მაისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა CBDC & DeFi კონფერენცია გამართა, სადაც ციფრული ლარის განვითარების მიმართულებით ეროვნული ბანკის გადასადგმელი ნაბიჯები და ამ მხრივ უცხოური გამოცდილება განიხილეს.