მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება ციკოლიას დიზაინით შექმნილი ელექტრომობილი?-დიზაინერი გავრცელებულ ფოტომასალაზე განმარტებას აკეთებს

5d84af14255d2
ლიკა გურაბანიძე
20.09.19 21:00
4103

„ეს ჩემი მოდელი არ არის და ამასთან არანაირი კავშირი არ მაქვს,“ - ასე ეხმიანება სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია სოციალური ქსელით გავრცელებულ ფოტო მასალას და ინფორმაციას, სადაც დიზაინერი რამდენიმე ელექტრომობილის წინ დგას  და სიტყვით გამოდის. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ საქართველოში წარმოებული პირველი ელექტრომობილი სწორედ მსგავსი დიზაინის იქნება.


როგორც ზვიად ციკოლია აღნიშნავს, ავტომობილის მოდელი, რომელიც ფოტოზეა ჩინური „ჩანგანია“.

„ეს ჩინური სერიული „ჩანგანის“ მოდელია, რომლითაც ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანამ მუშაობა უნდა დაიწყოს და ახლა ამ ყველაფერზე განმარტებას ვაკეთებ, არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან მოიტანეს. უბრალოდ მთხოვეს, რომ იქ მყოფი სტუდენტებისთვის ლექცია წამეკითხა“ - განაცხადა ციკოლიამ.



შეგახსენებთ, ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა ზვიად ციკოლიას დიზაინით შექმნილ ქართულ ელექტრომობილს "ორვოს" წარმოებას დაიწყებს.  როგორც დიზაინერი bm.ge-თან ამბობს, "ორვოს" პროტოტიპზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ის მზად 2021 წლისთვის იქნება.


ცნობისთვის, ქართული ელექტრომობილების გამოშვებას ქუთაისის ქარხანაში ჰოლდინგი „აიგრუპი“  გეგმავს.

 

ფოტო: ხვიჩა ვაშაყმაძე