მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება და როდის წარედგინება მთავრობას კოპიტნარის რკინიგზის პროექტი?

5e2fd6b0530f6
ინგა მურუსიძე
28.01.20 10:35
833
"კოპიტნარის რკინიგზასთან დაკავშირებით დადგენილების პროექტს უახლოეს დღეებში წარვადგენთ მთავრობაში", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ  ჟურნალისტის იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი კოპიტნარის რკინიგზის პროექტს შეეხებოდა.

Bm.ge-ს კითხვაზე, რატომ გვიანდება პროექტის განხორციელება, თურნავამ უპასუხა, რომ უნდა წარდგენილიყო ოპტიმალური პროექტი, რომელიც ყველაზე მეტად გამართლებული იქნებოდა.

„დადგენილების პროექტს უახლოეს დღეებში წარვადგენთ მთავრობაში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ წარმოგვედგინა პროექტი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად გამართლებული იქნებოდა ეკონომიკურად, რადგან წინა წლებში გვინახავს მასშტაბური პროექტები, რომელსაც არავინ იყენებდა და რომელზეც მოსახლეობის რესურსი უნდა დახარჯულიყო. ყველაზე ოპტიმალური პროექტი შეიქმნა და ის იქნება დაპარალელებული ახალი ტერმინალის შენებლობასთან, რომელიც წელსვე დასრულდება. ყველაფერი თავის დროზე იქნება ძალაში და ოპერირებაში“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის მიყვანა, რომელიც 2016 წელს დაანონსდა, კიდევ არ დაწყებულა.