08.სექტემბერი .2019 19:40

როგორი იქნება მეტრო “გოცირიძე” რეკონსტრუქციის შემდეგ - ფოტო

views 1140
უკან

მეტროსადგურ „გოცირიძეს“ რეკონსტრუქციის და რემონტისთვის 2,4 მილიონი ლარია გამოყოფილი. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. წინადადებების მიღება ტენდერში 22 სექტემბერს იწყება და 27 სექტემბერს სრულდება.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს 210 დღეში უნდა შეასრულოს.

პრეტენდენტის საერთო ბრუნვა, 3 წლის განმავლობაში უნდა შეადგენდეს არანაკლებ 2’000’000 მილიონ ლარს.

“მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს 2015 წლიდან განხორციელებული მინიმუმ 3 პროექტი, როგორც ლითონკონსტრუქციების მოწყობის, ასევე შენობების კაპიტალური შეკეთების ან ლითონკონსტრუქციების ნაწილში არანაკლებ 1 პროექტი 100 ტონა მეტალოკონსტრუქციის გამოყენებით გამოცდილება, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტები- ხელშეკრულებ(ებ)ა და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან სხვა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან/და ცხრილი განცხადების ნომრების მითითებით, უნდა აიტვირთოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.






მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა