მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება მეტრო "ვარკეთილი" რეაბილიტაციის შემდეგ? - პროექტი 13 მლნ ჯდება

63da17cd28bbf
BM.GE
01.02.23 11:50
4329
თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს მეტრო "ვარკეთილის" სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება დაანონსა. მისი განცხადებით, სადგურის რეაბილიტაცია 18 თვის განმავლობაში გაგრძელდება, საიდანაც 2 თვით სადგური სრულად დაიკეტება. კახა კალაძის თქმით, სადგურის დაკეტვა ზაფხულის თვეებში მოხდება და ამის შესახებ მოსახლეობას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა გამარტივებული, 13.4-მილიონიანი გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შპს “ბადა ქონსთრაქშენთან” გააფორმა. აღნიშნული კომპანია კიდევ ერთი გამარტივებული კონტრაქტით მეტრო ავლაბრის რეაბილიტაციას ახდენს.






“ვიწყებთ ვარკეთილის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, თქვენ იცით ეს ძალიან დიდი პრობლემა იყო დიდი ხნის განმავლობაში, გარკვეული სამუშაოები წინა მერის პერიოდში იქნა განხორციელებული, თუმცა გვახსოვს ჩვენ თუ რა სავალალო შედეგი მოხდა ვარკეთილის მეტროში, მხედველობაში მაქვს ჭერის ჩამონგრევა, მას შემდეგ ვერანაირად ვერ მოხერხდა ამ სამუშაოების განხორციელება და მოწესრიგება არამხოლოდ ჭერის, არამედ მთლიანად სარეაბილიტაციო სამუშაოების, რადგანაც იყო ძალიან ბევრი პრობლემები კომპანიებთან დაკავშირებით და პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით.

მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, რომ კომპანია, რომელიც შეასრულებს აღნიშნულ სამუშაოებს არის კომპანია ბადა კონსტრაქშენი, რომელიც ასევე ავლაბრის მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. ავლაბრის მეტროც იცით რომ მთლიანად ვესტიბიული იქნება ყველანაირად მოწესრიგებული.

ხელშეკრულების საერთო ღირებულება სეადგენს 13.4 მილიონ ლარს, რაც მოიცავს სადგურის ინტერიერისა და შიდა ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას. მათ შორის განხორციელდება არსებული ასბესტის ჭერის დემონტაჟი და ახალი ჭერის მოწყობა თანამედროვე მასალებით. კომპანია სამუშაოებს დაიწყებს 9 თებერვალს, რაც განხორციელდება ყველა დადგენილი ნორმებითა და სტანდარტებით. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 18 თვე, მომავალი წლის ზაფხულისთვის უნდა იყოს დასრულებული აღნიშნული პროექტი.

მეტროს სადგურის დაკეტვა მოგვიწევს დაახლოებით 2 თვით. თუმცა გავიარეთ ეს ყველაფერი და ეს მოხდება ივნისი-აგვისტოს შუალედში. დაკეტვის თარიღებზე წინასწარ მივაწოდებთ მოსახლეობას ინფორმაციას. ამ დროს ვეცდებით, რომ ვარკეთილის მიმართულებით სამარშრუტო ხაზები დავამატოთ,”- განაცხადა თბილისის მერმა.