მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება მთავრობის ახალი სოციალური პოლიტიკა? - თურნავას განმარტება

619e12dad2a0f
ინგა მურუსიძე
24.11.21 14:36
568
საქართველოს მთავრობა სოციალური პოლიტიკის შეცვლას გეგმავს. კერძოდ, ახალი ინიციატივით, სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან პირს დასაქმების შესაძლებლობა მიეცემა. პროგრამის სრული მოდელი ამ ეტაპზე უცნობია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ახალი პროგრამა იქნება რესოციალიზაცია იმ ადამიანების, ვინც წლებია მინდობილია სოციალურ დახმარებას, არადა შეუძლია თავისი შრომით ჰქონდეს შემოსავალი.

„ამავდროულად, ეკონომიკა ვითარდება ძალიან სწრაფად, უფრო მეტი ინფრასტრუქტურლი პროექტი, უფრო მეტი საჯარო პროგრამა უნდა განხორციელდეს, რაც იწვევს უფრო მეტი სამუშაო ძალის მოთხოვნას ამ სექტორში დასაქმებულებზე. ეს ორი რამ უნდა დავაკომბინიროთ, მეტი და მეტი დასაქმების პროგრამა გვაქვს, მეორე მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო აწარმოებს ხელახლა გადამოწმებას, ვინ არის სტატუსით სოციალურად დაუცველი, მაგრამ შეუძლია ჩაერთოს შრომით საქმიანობაში. ახალი პროგრამის ყველა დეტალი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ღირსეული შრომა მხოლოდ სოციალური დახმარების ნაცვლად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.