05.სექტემბერი .2019 20:43

როგორი იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2030 წელს?-თურნავას პასუხი ნაცვლიშვილის კითხვაზე

views 930
უკან

რამდენი იქნება ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 2030 წელს?-ამ კითხვით დეპუტატმა ბექა ნაცვლიშვილმა სამოქმედო გეგმის წარდგენისას ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, ნათია თურნავას მიმართა.

თურნავა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზზე დაყრდნობით ამბობს, რომ ეკონომიკური ზრდის კუთხით საქართველო რეგიონში არის ლიდერი და ამ პოზიციებს მომავალშიც შეინარჩუნებს.

„როგორი იქნება ეკონომიკური ზრდა უახლოეს 5 წელიწადში ეს ჩემი პროგნოზი არ არის. ეს არის საერთაშორისო ორგაიზაციების და სავალუტო ფონდის პროგნოზი, რომ ეკონომიკური ზრდა სულ მცირე 5% იქება და შემდგომ მისი ზრდა იქნება იმდაგვარი,რომ ჩვენ კვლავ შევინარჩუნოთ ლიდერის პოზიცია რეგიონში იმიტომ, რომ მთავარი არის არა პროცენტი, არამედ შენ როგორ წარმატებას აღწევ რეგიონის კონტექსტში სხვა ქვეყნებთან შედარებით.

ჩვენ დღეს ვართ ლიდერები ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით და ჩვენ ამ პოზიციებს შევინარჩუნებთ“-განაცხადა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა