მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება რეაბილიტირებული მეტროსადგური "ვარკეთილი"? - ფოტო

61e80d05780db
ანუკა ჯოხაძე
19.01.22 19:20
17130
თბილისის მერია "ვარკეთილის მეტროს" რეაბილიტაციაზე ტენდერს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსდა. შესყიდვის ღირებულება 7 057 389 ლარია.

სახელმწიფო შესყიდვაზე წინადადებების მიღება 16 თებერვალს იწყება და 21 თებერვალს სრულდება.

შემსყიდველმა კომპანიამ მეტროსადგურ “ვარკეთილი”-ს რეკონსტრუქციის და კაპიტალური რემონტის სამუშაოები უნდა განახორციელოს. რაც შეეხება ვადებს, გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, კონტრაქტორმა კომპანიამ მეტროს სრული რეაბილიტაცია ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.













ცნობისთვის: ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაცია 2016 წელს, დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო და 2017 წლის სექტემბერში დასრულდა. ადგილზე სამუშაოები კომპანია შპს “ყვარელმშენმა" განახორციელა. სამუშაოები მაშინ თითქმის 350 000 ლარი დაჯდა. 2018 წლის 30 იანვარს კი რეაბილიტირებულ ვარკეთილის მეტროსადგურში ჭერი ჩამოინგრა, რის შემდეგაც კომპანია “ყვარელმშენის" წინააღმდეგ სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს.