მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება რეგიონში პირველი „აუთლეტ სოფელი", რომელიც საქართველოში აშენდება – ვიდეო

6069b923b33a1
BM.GE
04.04.21 17:00
23983
2022 წლის გაზაფხულზე საქართველოში „აუთლეტ სოფელი“ გაიხსნება – ამის შესახებ გადაცემაში „Forbes კვირა“ „ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველმა პარტნიორმა გუგა ცანავამ განაცხადა. სოფელი 10 ჰექტარის ტერიტორიაზე იქნება გაშენებული, სადაც პირველ ეტაპზე წამყვანი საერთაშორისო ბრენდების 80-მდე კომპანია შემოვა, ხოლო მოგვიანებით - დამატებით 40.

„მსგავსი აუთლეტ სოფელი არც თურქეთში, არც აზერბაიჯანში და არც სომხეთში არ არის. ეს იქნება აბსოლუტურად ცალკე ინფრასტრუქტურით, 10 ჰექტარ ტერიტორიაზე გაშენებული სივრცე, რომელიც დაპროექტებულია მსოფლიოში ერთერთი ცნობილი ესპანური არქიტექტორული კომპანიის მიერ. სხვათა შორის, სწორედ მათი დაპროექტებულია „სანტიაგო ბერნაბეუს სტადიონი“, მადრიდის „ლა როგას აუთლეტი“, „ბარსელონას აუთლეტი“ და ა.შ. ჩვენი აუთლეტ სოფლის მენეჯმენტში და ლიზინგში, ბრენდებთან ურთიერთობაში ჩართულია ამერიკულ-ევროპული კონსორციუმი, ხოლო პიარის მიმართულებით - ბრიტანული კომპანია“, - განაცხადა გუგა ცანავამ.

მისივე თქმით, „აუთლეტ სოფელი“ ისეთ ადგილას აშენდება, რომელსაც აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან შემოსული ადამიანები ფიზიკურად გვერდს ვერ აუვლიან, საუბარია ლილოში, გეზ–ის მიმდებარე ტერიტორიაზე. გუგა ცანავას თქმით, ტრაფიკს გეოგრაფიული მდებარეობაც ერთი-ორად შეუწყობს ხელს.

„ვფიქრობ, რომ „აუთლეტ სოფელი“ ტურიზმისთვის იქნება ნომერ პირველი ხელისშემწყობი: სამომავლოდ ვგეგმავთ, ტურისტებისთვის მოვაწყოთ ავტობუსის ტურები და სხვადასხვა საინტერესო აქტივობა. ეს მათი მოზიდვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება. მიმზიდველი იქნება ისიც, რომ „აუთლეტ სოფელში“ ისეთი ცნობადი ბრენდის ტანსაცმლის შეძენა იქნება შესაძლებელი, როგორიცაა Christian Dior, Dolche&Gabbana - ტურისტი რომ გაიგებს, რომ, მაგალითად, Dolche&Gabbana-ს შარვალს აქ 200 ლარად იყიდის, რა თქმა უნდა, სხვაგან აღარ წავა. ტურისტების გარდა, მიმზიდველი იქნება ადგილობრივებისთვისაც“, - განაცხადა გუგა ცანავამ.