მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება სამინისტროს მიდგომა COVID-19-ის სახლში მკურნალობაზე?

5e8af429a8e71
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.20 13:23
732
ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ COVID-19-ის სახლში მკურნალობის პრაქტიკა არაერთ ქვეყანაში არის აპრობირებული მეთოდი და საქართველო მის ეტაპობრივად დანერგვაზეც მუშაობს. ამასთან, მინისტრი ამბობს, რომ ამ პრაქტიკის გამოყენება თავად შემთხვევის სიმძიმეზე იქნება დამოკიდებული.

“სახლში მკურნალობის პრაქტიკა გამოიყენება არაერთ ქვეყანაში და ეს არის საკმაოდ ეფექტური პრაქტიკა. ჩვენ სატესტო რეჟიმში გვაქვს უკვე საკმაოდ დადებითი დინამიკა იმასთან დაკავშირებით, რომ 112-ზე შემომავალი ზარების სრული მონიტორინგი უკვე ხორციელდება ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან და ხდება საკმაოდ კვალიფიციური დიაგნოსტირება და კონსულტაციის გაწევა. ეს პრაქტიკა, ნელ-ნელა, კიდევ უფრო დაიხვეწება და უკვე გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით, ჩვენ ეტაპობრივად შევძლებთ, რომ გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზე, იმის მიხედვით თუ რამდენად რთულ და გართულებულ შემთხვევებთან გვექნება საფრთხე. ამის სტატისტიკასაც ეტაპობრივად გავაცნობთ ჩვენს ტელემაყურებლებს,” - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

6 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების - 188, გამოჯანმრთელების - 36 და გარდაცვალების 2 შემთხვევა არის დადასტურებული.