მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იქნება სამუშო ოფისები პანდემიის შემდეგ – მოსალოდნელი ცვლილებები

5eb4464d598e9
მარიამ ადამია
08.05.20 00:00
1323
როგორც Bloomberg-ი წერს, დისტანციური მუშაობა ბევრი კომპანიისთვის პროდუქტიული აღმოჩნდა და არ არის გამორიცხული საკარანტინე ზომების მოხსნის პარალელურად ეს რეჟიმი შეინარჩუნონ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ოფისი ვერ დააკმაყოფილებს მოთხოვნებს, რაც ვისუსის პრევენციის მიზნით აუცილებლად შესასრულებელია, განსაკუთრებით ახლა და მომავალშიც.

პირველი ცვლილება რაც კომპანიებმა და თანამშრომლებმა უნდა დაიცვან, ეს არის ფიზიკური დისტანცია ერთმანეთთან, ანუ სამუშაო ადგილები 2 მეტრის დაშორებით უნდა განთავსდეს ოფისში. დროებით შეიზღუდება საკონფერენციო დარბაზებისა და საერთო სასადილო მაგიდების გამოყენება. ჯერჯერობით განიხილება პრინტერის მოხმარების პირობები და ცვლილებები, ხოლო იატაკი აუცილებლად მარკირებული იქნება, იმისათვის, რომ ბევრმა ადამიანმა არ მოიყაროს თავი, მაგალითად ლიფტთან. რაც შეეხება სადეზინფექციო ხსნარებს, მისი ყოველ ფეხის ნაბიჯზე განთავსების ვალდებულება ყველა ოფისს ეკისრება.

ზოგიერთმა კომპანიამ უკვე დაიწყო ცვლილებების შემუშავება, იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს სამსახურში და სახლის სამზარეულოდან მუშაობის დისკომფორტი დროულად მოხსნან. ამ დროს არიან კომპანიები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დისტანციურმა მუშაობამ დაუზოგა თანამშრომლებს ენერგია და დრო, რომელსაც ტრანსპორტში ატარებდნენ და გადაწყვიტეს მუშაობის ამ რეჟიმზე დარჩენა, რომელიც კომფორტული და მეტად უსაფრთხოა დაინფიცირების თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, არიან ადამიანები, ვისთვისაც სახლში დარჩენა პროდუქტიული აღმოჩნდა, ამიტომ არ ჩქარობენ ოფისში დაბრუნებას.

ამ თვალსაზრისს ადასტურებს ბოლო პერიოდში აშშ-ში ჩატარებული კვლევაც, რომელიც ცხადყოფს, რომ დასაქმებულთა 62%-ს დისტანციური მუშაობა მოსწონს, თუმცა ეს მაჩვენებელი 52%-მდე შემცირდა კითხვაზე, სურთ თუ არა ამ რეჟიმის გახანგრძლივება. ანუ ადამიანები, რომლებიც ფინანსების, ტექნოლოგიების, ბეჭდური მედიისა და სადაზღვევო სექტორში ოპერირებენ, ძირითადად თანახმა არიან დისტანციურ მუშაობაზე, განსხვავებით განათლების, საცალო ვაჭრობისა, მშენებლობისა და სატრანსპორტი ინდუსტრიებისგან.

უნდა აღინიშნოს, ისიც რომ მენეჯერებიც დადებითად აფასებენ ამ მდგომარეობას და უმეტესობა პერიოდულად თანამშრომლების დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანასაც გეგმავს, თათბირების ჩატარებას კი "ზუმით" გააგრძელებს.