ეროვნული ბანკის საზედამხედველო სტრატეგია არის სებ-ის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც საბანკო და საფინანსო სექტორების ზედამხედველობის ძირითად ამოცანებს განსაზღვრავს. სტრატეგიის შესახებ გადაცემა “საქმიანი დილის” ეთერში ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად სტრატეგია ძირითადად რისკების შემცირებაზე და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაზე არის ორიენტირებული. ლეჟავას თქმითვე, თუკი აქამდე სტრატეგიას თავად სებ-ი შეიმუშავებდა და კერძო სექტორს ამის შემდეგ აცნობდა, მომავალში თავად სტრატეგიის შემუშავება კერძო სექტორთან უფრო მჭიდრო პარტნიორობით მოხდება.
“სტრატეგიის შემუშავება 2020-2021 წლებში მოხდა ჩვენ მიერ და წარვუდგინეთ სექტორს, შემდეგ ჯერზე გვინდა თავად სტრატეგია კერძო სექტორის მეტი ჩართულობით მომზადდეს. ალბათ შეგვიძლია უფრო ამბიციურები ვიყოთ შემდეგ სტრატეგიაში სექტორის განვითარების და ზრდის კუთხით. თუ დღევანდელი სტრატეგია უფრო მეტად არის ორიენტირებული რისკების შემცირებაზე და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებაზე, ალბათ შეგვიძლია რომ მომდევნო სტრატეგია უფრო ამბიციური გავაკეთოთ, იგივე ტექნოლოგიების წახალისების კუთხით, ასევე გლობალურ ტრენდებს შევხედოთ როგორ ვითარდება საბანკო ბიზნესი სხვადასხვა ქვეყნებში და უფრო მეტად ამბიციური ვიყოთ ამ კუთხით,” - აცხადებს პაპუნა ლეჟავა.
საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტ ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ სტრატეგიის შემუშავების პროცესში ეროვნული ბანკის გამჭვირვალობა გაიზრდება.
“რისკზე ორიენტირებული სტრატეგია იმპლემენტაციისთვის ყოველთვის უფრო მტკიცვენული არის. კერძო სექტორის ჩართულობა შემდგომ სტრატეგიაში იქნება უმნიშვნელოვანესი და ცალსახად მზადყოფნას გამოხატავს მთლიანად სექტორი ამ მიმართულებით. დიდი იმედი გვაქვს, რომ გამჭვირვალობა ეროვნული ბანკის მხრიდან კიდევ უფრო მეტი იქნება, რაც ცალსახად ხელს შეუწყობს საერთო საქმის განხორციელებას და გამოწვევების ჯეროვნად გადალახვას,” - ამბობს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ
"კარფურის" 300-ზე მეტი სუპერმარკეტის მმართველი კომპანიის დამფუძნებელი, მილიარდერი მაჯიდ ალ ფუტაიმი გარდაიცვალა
საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება სოცდაუცველების დასაქმების სანაცვლოდ - შეთავაზება მთავრობას
რა ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა სიგარეტის წვის დროს?
"1 გრამ შაფრანს საერთაშორისო ბაზარზე 10 დოლარად ვყიდი“ - გორში "წითელ ოქროს“ აწარმოებენ