30.დეკემბერი .2019 20:20

როგორი იყო 2019 წელი ტურიზმის სექტორისთვის - მინისტრის შეფასება

views 258
უკან

2019 წელი ჩვენი ტურიზმისთვის მარტივი არ იყო, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის 2019 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წელს ტურიზმზე ორიენტირებული საქმიანობა გაგრძელდება.

"2019 წელი არ იყო მარტივი ჩვენი ტურიზმისთვის, იყო სერიოზული გამოწვევები, მაგრამ იყო კიდევ უფრო მეტი წარმატება. დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერძო სექტორის, საერთაშორისო პარტნიორების და მთავრობის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ჩვენ გავუმკლავდით ყველა გამოწვევას და დღეს ჩვენ შეგვიძლია ვიზეიმოთ და ერთმანეთს მივულოცოთ 9 300 000-ზე მეტი საერთაშორისო მოგზაური. ეს რეკორდული რიცხვია. ეს არ იყო მარტივი და მისაღწევი გახდა მთავრობის, პრემიერის, ჩვენი სამინისტროს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ძალიან ეფექტური, მიზანმიმართული მუშაობის შედეგად. ჩვენ 2019 წელს ვაწარმოეთ ძალიან მიზნობრივი, კარგად გათვლილი, შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანია, რითაც კიდევ ერთხელ ვამცნეთ მსოფლიოს როგორი მიმზიდველი, უსაფრთხო, უნიკალური და სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ", - განაცხადა თურნავამ.