2020 წელი დასრულდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა უკვე დაიხურა. LSE-ზე არსებულმა არსებულმა ქართულმა კომპანიებმა 2020 წლის ბოლო კვირა ზრდით დაასრულეს.
ბირჟაზე დალისტული სამივე კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” აქციების ღირებულება უკანასკნელი სამუშაო კვირის განმავლობაში გაიზარდა.
ბოლო 6 თვის განმავლობაში ქართული კომპანიების აქციების ღირებულება საგრძნობლად არის გაზრდილი, თუმცა წლიურ ჭრილში მათი აქციების ღირებულება მაინც შემცირებულია. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ქართული კომპანიების აქციების ღირებულების მატება მეორე და მესამე კვარტალში მყარი საოპერაციო შემოსავლების წარდგენას უკავშირდება.
TBC PLC-ის ერთი აქციის ღირებულება ამჟამად 12.50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასული ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის აქციის ღირებულება 2.12%-ით არის გაზრდილი, ერთწლიან ჭრილში კი მისი ღირებულება 3.85%-ით არის შემცირებული. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 689.45 მილიონს ფუნტს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 725 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.
საქართველოს ბანკის (BGEO) ერთი აქციის ღირებულება ამჟამად 12.20 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასული ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის აქციის ღირებულება 0.83%-ით არის გაზრდილი, ერთწლიან ჭრილში კი მისი ღირებულება 24.92%-ით არის შემცირებული. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 599.87 მილიონს ფუნტს შეადგენს. გასულ კვირაში "საქართველოს ბანკის" აქციებით ვაჭრობის მოცულობა 681 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.
საქართველოს კაპიტალის (CGEO) ერთი აქციის ღირებულება ამჟამად 5.40 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასული ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის აქციის ღირებულება 5.26%-ით არის გაზრდილი, ერთწლიან ჭრილში კი მისი ღირებულება 41.43%-ით არის შემცირებული. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 258.68 მილიონ ფუნტს შეადგენს. გასულ კვირაში "საქართველოს კაპიტალის" აქციებით ვაჭრობის მოცულობა 174 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აგვისტოში საკუთარი გადაწყვეტილების შედეგად, დელისტინგი განახორციელა "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა".
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ამერიკაში მოღვაწე ქართველმა ნევროლოგმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი 2 მაცივარი აჩუქა
შესაძლოა, ჭურჭელზე, ავეჯსა და ფეხსაცმელზე სახელმწიფო კონტროლი დაწესდეს - პეტიცია პარლამენტშია
გერმანიაში წასვლის მსურველი 91 616 მოქალაქეა დარეგისტრირებული - რამდენი შეძლებს წასვლას?
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?