მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორი იყო 2020 წელი ლონდონის ბირჟაზე არსებული ქართული კომპანიებისთვის?

5fee147153293
შოთა ტყეშელაშვილი
31.12.20 22:10
1536
2020 წელი დასრულდა. ლონდონის საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა უკვე დაიხურა. LSE-ზე არსებულმა არსებულმა ქართულმა კომპანიებმა 2020 წლის ბოლო კვირა ზრდით დაასრულეს.

ბირჟაზე დალისტული სამივე კომპანიის - “თიბისი ბანკის”, “საქართველოს კაპიტალის” და “საქართველოს ბანკის” აქციების ღირებულება უკანასკნელი სამუშაო კვირის განმავლობაში გაიზარდა. 

ბოლო 6 თვის განმავლობაში ქართული კომპანიების აქციების ღირებულება საგრძნობლად არის გაზრდილი, თუმცა წლიურ ჭრილში მათი აქციების ღირებულება მაინც შემცირებულია. უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში ქართული კომპანიების აქციების ღირებულების მატება მეორე და მესამე კვარტალში მყარი საოპერაციო შემოსავლების წარდგენას უკავშირდება.

TBC PLC-ის ერთი აქციის ღირებულება ამჟამად 12.50 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასული ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის აქციის ღირებულება 2.12%-ით არის გაზრდილი, ერთწლიან ჭრილში კი მისი ღირებულება 3.85%-ით არის შემცირებული. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 689.45 მილიონს ფუნტს შეადგენს. გასულ კვირაში თიბისის აქციებით ვაჭრობის მოცულობა 725 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

საქართველოს ბანკის (BGEO) ერთი აქციის ღირებულება ამჟამად 12.20 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასული ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის აქციის ღირებულება 0.83%-ით არის გაზრდილი, ერთწლიან ჭრილში კი მისი ღირებულება 24.92%-ით არის შემცირებული. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 599.87 მილიონს ფუნტს შეადგენს. გასულ კვირაში "საქართველოს ბანკის" აქციებით ვაჭრობის მოცულობა 681 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

საქართველოს კაპიტალის (CGEO) ერთი აქციის ღირებულება ამჟამად 5.40 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. გასული ერთი კვირის განმავლობაში კომპანიის აქციის ღირებულება 5.26%-ით არის გაზრდილი, ერთწლიან ჭრილში კი მისი ღირებულება 41.43%-ით არის შემცირებული. ამჟამად კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 258.68 მილიონ ფუნტს შეადგენს. გასულ კვირაში "საქართველოს კაპიტალის" აქციებით ვაჭრობის მოცულობა 174 ათასი გირვანქა სტერლინგი იყო. 

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის აგვისტოში საკუთარი გადაწყვეტილების შედეგად, დელისტინგი განახორციელა "საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა".