„ვისურვებდი თემურ ჭყონიასნაირ თბილისის მერს“ - თქვა ივნისის ბოლოს პარტია „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარძემ. მის განცხადებას მალევე მოჰყვა თემურ ჭყონიას პასუხი - „არ მგონია, რომ კარგი მერი ვიქნები, არ მაქვს საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენა". თემაც დაიხურა. არჩევნებამდე 3 დღით ადრე კი BMG-მ ბიზნესმენთან სხვადასხვა თემაზე ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა და კიდევ ერთხელ ვკითხეთ - რატომ თქვა უარი თბილისის მერობის კანდიდატობაზე და ზოგადად, როგორი მერი სჭირდება თბილისს.
- შეიძლება ვიფიქროთ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც თბილისის მერობის მარათონში არ ჩაებით არის ის, რომ პოპულიზმი თქვენი ძლიერი მხარე არაა? პირდაპირ გეტყვით, თქვენ არ გჩვევიათ ენის მოჩლექით საუბარი არც ხელისუფლებასთან და არც - საზოგადოებასთან...
- არ ვიცი, ეს ჩემი ძლიერი მხარე არის თუ - არა... მე როცა ვსაუბრობ, ვსაუბრობ სიმართლეს, ასე ვარ მიჩვეული... ამასწინათ სტუმრები გვყავდა სახლში და ყველას პირბადე ეკეთა ჩემს გარდა და როგორც ჩემმა მეუღლემ მითხრა - ფოტოზე ვიღაცამ დაწერა - ყველას უკეთია ნიღაბი და მას რატომ - არაო და მეორეს დაუწერია - ამას უკეთია ნიღაბი თორემ იმათ რა უკეთიათო. წარმოგიდგენიათ, ხომ?! ამიტომ ადამიანები, სანამ ვიღაცას შეაფასებენ, კარგად უნდა იცნობდნენ მას, ვისაც აფასებენ. მე არ მაქვს ნიღაბი. მე რასაც ვსაუბრობ, ვსაუბრობ იმ პოზიციიდან, მე რა მაქვს გაკეთებული ჩემი ენერგიით და შესაძლებლობით და შეიძლება ასეთი ადამიანები ენის მოჩლექით ესაუბრონ ვინმეს? - არ შეიძლება, რადგან ამით შენ იმ საქმის დონეს სწევ დაბლა, რომელსაც აკეთებ და „მაკდონალდს ჯორჯია“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „ჯორჯიან პალასი“ თუ სხვა ბიზნესები, სადაც ჩვენ ვართ, არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვინმეს ენის მოჩლექით ვესაუბროთ. საქართველოს ბიზნესმენები გათამამებულები არიან, კარგი გაგებით - შესაძლებლობა გაეზარდათ, ინტელექტი გაეზარდათ, ვაჟკაცობა მოემატათ და ძლიერები გახდნენ; ეს უნდა იცოდნენ პოლიტიკოსებმაც - დროთა განმავლობაში პოლიტიკოსები რომ ვითარდებიან, ბიზნესმენებიც იზრდებიან და გაძლიერებული ბიზნესიც თამამდება, კარგი გაგებით. ასეთი გამონათქვამი არსებობს - დიდი ფული ადამიანს ათამამებსო და ძალიან დიდი ფული - კონტროლს აკარგვინებსო. ძალიან დიდი ფული არ უნდა იშოვო, კონტროლი არ უნდა დაკარგო.
- ჩემს კითხვაზე პასუხი ვერ მივიღე - უარი რატომ თქვით მერობის კანდიდატობაზე?
- საარჩევნო პერიოდში დისკომფორტი შემექმნებოდა. მე ხომ ვიცი, რა საარჩევნო კამპანიები ტარდება?! იმდენ რაღაცას ამომიყრიდნენ, გული გამისკდებოდა.
- ბევრია ამოსაყრელი?
უამრავი - ეს ხუმრობით. სერიოზულად რომ ვთქვა, ასეთი დიდი თემების მართვისთვის მენტალურად მზად არ ვარ, რადგან ჩემი ცხოვრების სტილი განსხვავებულია... სამეურნეო მუშაკი რომ დამერქვას, გული გამისკდებოდა...
- ბიძინა ივანიშვილს აქვს ნათქვამი - თბილისს მეურნე მერი სჭირდებაო... ისე, თქვენი აზრით, როგორი მერი სჭირდება თბილისს?
- ყველა ქალაქს აქვს თავისი ისტორია. თბილისსაც ჰქონდა არაჩვეულებრივი ისტორია - ის მეზობელი ქვეყნების ცენტრი იყო, რეგიონის დედაქალაქი იყო თავისი არქიტექტურით, ვაჭრობის ცენტრებით და ა.შ. არ სჭირდება თბილისს რამის გამოგონება; მთავარია, რაც თბილისს ჰქონდა ისტორიულად, ის უნდა შეინარჩუნოს და აღადგინოს - ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური ცენტრების შექმნა, ასევე საგანმანათლებლო ცენტრად ქალაქის გადაქცევა და სწორი სტუმართმოყვარეობა, ისეთი - არა, რომელიც ხანდახან მლიქვნელობაში გადადის. მოკლედ, თბილისს ეს ყველაფერი ჰქონდა და უნდა აღდგეს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა ფინანსური ცენტრის შექმნის მნიშვნელობას - წარმოიდგინეთ, გარშემო რამდენი ჩვენი მეზობელი ქვეყანა არ ესაუბრება ერთმანეთს, რთული სიტუაციაა და ეს გამოწვეულია პოლიტიკით, მაგრამ არსებობს ხალხი, რომელსაც სურს ერთმანეთთან კონტაქტი და ეს ბუნებრივია და ძალიან მნიშვნელონია ვიყოთ მათი შეხვედრის ადგილი, ფინანსური ცენტრი, სადღაც დავების გადაწყვეტაც მოხდება... ისეთი უნდა იყოს თბილისი, რომ ყველას ჰქონდეს კარგი განწყობა, როცა ამ ქალაქში ჩამოვა და გათავისუფლდეს ყველა იმ ტვირთისგან, რაც თავისი ქვეყნიდან მოსდევს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი