14.სექტემბერი .2020 12:25

როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო? – NDI-ის კვლევის შედეგები

views 289
უკან

გამოკითხულთა უმრავლესობა -  39% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, - ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“(NDI) მიერ ჩატარებულ კვლევაში წერია.

კერძოდ, კითხვაზე: "საერთო ჯამში, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო", გამოკითხულთა 20% ამბობს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება, 32% ამბობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 8%-ს არ ჰქონდა პასუხი.

აღსანიშნავია, რომ იგივე კითხვაზე თბილისში გამოკითხული რესპოდენტების 40%-მა განაცხადა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 34% ფიქრობს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 18% ფიქრობს, რომ საერთოდ არ იცვლება.

ამასთან, კვლევა აჩვენებს, რომ აღნიშნულ თემაზე საქართველოს დანარჩენ სოფლებსა და ქალაქებში თითქმის ისე ფიქრობენ, როგორც, ზოგადად, ქვეყანაში.

ცნობისთვის: სატელეფონო გამოკითხვის საველე სამუშაოები მოიცავდა 6-11 აგვისტოს პერიოდს, გამოკითხულია 2,045 მოქალაქე, საშუალო ცდომილების ზღვარი კი +/- 1.3%-ია.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა