04.მაისი .2020 23:43

როგორი ტიპის ბინებზე იყო მოთხოვნა პირველ კვარტალში? – Galt&Taggart-ის მიმოხილვა

views 660
უკან

Galt & Taggart-მა უძრავი ქონების ბაზრის შესახებ განახლებული მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, მარტში თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვების რაოდენობა წლიურად 7.7%-ით შემცირიდა, თუმცა ამის მიუხედავად, საშუალო ფასი აშშ დოლარში 1%-ით გაიზარდა.

Galt & Taggart-ის ინფორმაციით, ყველაზე მაღალი მოთხოვნა კვლავ საშუალო ბინებზე ნარჩუნდება.

ახალი ბინების სეგმენტში ყველაზე გაყიდვადია საშუალო ზომის ბინები (51-80 მ 2 ), რომელთა წილმა პირველ კვარტალში მთლიანი გაყიდვების 51% შეადგინა, მაშინ როცა 1კვ 18-ში ეს მაჩვენებელი 47% იყო. ძველი ბინების კატეგორიაში ასევე ყველაზე გაყიდვადია საშუალო ზომის ბინები (51- 80 მ 2 ).

აღსანიშნავია, რომ ბინებზე მოთხოვნა ზომების მიხედვით უმნიშვნელოდ იცვლება - პატარა ბინებზე (18-50 მ 2 ) მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება. დაბალფასიანი სეგმენტი კვლავ ყველაზე მოთხოვნადია – დასტური იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას დაბალი და საშულო შემოსავლის მქონე მოსახლეობა განაპირობებს.

გაყიდვების 53% დაბალფასიან სეგმენტში დაფიქსირდა, მაშინ როცა პრემიუმ სეგმენტში გაყიდვებმა ჯამური გაყიდვების 12% შეადგინა 1კვ20-ში. მოთხოვნა საშუალო ზომის ბინებზე (51-80 მ 2 ) თბილისის ყველა უბანში მაღალია, გარდა ცენტრალური უბნებისა, (ვაკე, საბურთალო, მთაწმინდა) სადაც მოთხოვნა უფრო დიდი ზომის ბინებზეა (81-120 მ 2 ). პატარა ბინები (18-50 მ 2 ) ძირითადად გარეუბნებში იყიდება.

როგორია კვადრატული მეტრის ფასი უბნების მიხედვით და რამდენად შეიცვალა პირველ კვარტალში ფასები?

2020 წლის მარტში, თებერვალთან შედარებით ფასები გაიზარდა, მოლოდინის საწინააღმდეგოდ, რაც ეკონომიკური გარემოს იგნორირებაა. ახალი ბინების ფასი აშშ დოლარში გაიზარდა 1.0%-ით თ/თ, ხოლო ლარში 3.8%-ით თ/თ 2020 წლის მარტში. თუმცა, 2019 წლის მარტთან შედარებით ფასები მაინც შემცირებულია 5.4%-ით. 2020 წლის მარტში ძველი ბინების ფასი აშშ დოლარში გაიზარდა 1.9%-ით თ/თ, ხოლო ლარში 6.0%-ით თ/თ. ფასების ცვალებადობა უფრო მაღალი იყო ცენტრალურ უბნებში, ხოლო გარეუბნებში შედარებით სტაბილური. საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასები გაიზარდა შემდეგ უბნებში:

ვაკე 1,102 აშშ დოლარამდე (+14% წ/წ) მთაწმინდა 1,040 აშშ დოლარამდე (+9% წ/წ) დიდუბე 793 აშშ დოლარამდე (+8% წ/წ) გლდანი 537 აშშ დოლარამდე (+7% წ/წ) დიდი დიღომი 530 აშშ დოლარამდე (+5% წ/წ).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა