03.სექტემბერი .2019 13:04

როგორი ხელფასებია ბიზნესსექტორში?

views 439
უკან

2019 წლის II კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 687.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4.8 პროცენტით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.1 პროცენტი ქალია, ხოლო 58.9 პროცენტი - კაცი. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს. 

მათი ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36.5 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.4 პროცენტი - საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 42.1 პროცენტი - მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 646.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 4.0 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 458.5 მლნ. ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.8 პროცენტით მეტი).

2019 წლის II კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 241.1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 90.7 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 946.1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 73.2 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

• მსხვილი ბიზნესი – 1 251.0 ლარი,
• საშუალო ბიზნესი – 1 407.7 ლარი,
• მცირე ბიზნესი – 1 132.6 ლარი.

2019 წლის II კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის (საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი), დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგები ლიდერობენ (შესაბამისად 26.2 პროცენტი, 12.7 პროცენტი და 10.3 პროცენტიანი წილებით). თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის (10.0 პროცენტი), ტრანსპორტისა და დასაწყობების (8.1 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც (5.6 პროცენტი).

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა