მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორია 0,5 მილიარდიან პროგრამაში დონორების და სახელმწიფოს მონაწილეობა - ხუციშვილი

608690a784e3d
ვიქტორია მღებრიშვილი
26.04.21 14:26
638
ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, „განახლებული რეგიონების“ პროექტის დაფინანსება ბიუჯეტის დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება. 

მისი შეფასებით, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება პრაქტიკულად ყველა რეგიონს შეეხება, რაც ეკონომიკურ საქმიანობას ახალ სიცოცხლეს შესძენს.

„აღნიშნული პროექტები დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.  რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტების დაფინანსება საბიუჯეტო დეფიციტის ზრდის ხარჯზე არ მოხდება და ეს ბიუჯეტში არსებული რესურსებით განხორციელდება. პროექტის დაფინანსების რამდენიმე წყარო გვაქვს, ეს არის საბიუჯეტო პროცესებში არსებული მიმდინარე ეკონომიები - არსებული თანხები, რომლებიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს და სხვადასხვა სსიპ-ების ანგარიშზეა განთავსებული და ეს არის პრივატიზაციის ნაწილი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მნიშვნელოვნადაა გააქტიურებული. მოლოდინი გვაქვს, რომ ამ ნაწილშიც მნიშვნელოვნად გადავაჭარბებთ იმ გეგმას, რაც ბიუჯეტში გვქონდა“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ 500 მლნ ლარიდან დაფინანსების ნაწილი დონორ ორგანიზაციებზე მოდის, ხოლო დანარჩენი სახელმწიფო ბიუჯეტიდან. მინისტრი განმარტავს, რომ სახელმწიფოს ამისთვის დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოუწევს.

„პროექტში შეთანხმებული პროგრამების ფარგლებში ჩართული იქნებიან ისეთი დონორები, როგორიც არის აზიის განვითარების ბანკი, მსოფლიო ბანკი. დამატებითი ვალდებულებების აღება არ მოხდება. დონორების წილი იქნება 150 მლნ-ზე მეტი, ხოლო 300-350 მლნ-მდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ეს სხვადასხვა პროგრამებია, რომლებიც სახელმწიფოს იმაზე ნაკლები დაუჯდა, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო, მათ შორის ტენდერების ჩატარების ხარჯზე, სადაც ეკონომიები დაფიქსირდა.

350 მლნ ლარი პლიუს დონორების 150 მლნ ლარი, ეს ამ პროექტის პირველი ეტაპია, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ 500 მლნ ლარის დახარჯვა წელს ვერ მოესწრება. დაახლოებით 300-350 მლნ ლარის ათვისება მოხდება მიმდინარე წელს, შესაბამისად ამ მიმართულებით თანხების მოძიების არანაირი პრობლემა არ არსებობს, პირიქით დონორების ნაწილში ეს თანხა ჯამურად 180-200 მლნ ლარის ფარგლებში იქნება და იმის მიხედვით განაწილდება, თუ რა პროპორციით იქნება ათვისება.

ეს ხელშეკრულებები დამტკიცებულია, რომლის რეპროგრამირება მოხდება და ამ მიმართულებით მიმართვა. აქ არანაირად საუბარი არ არის დონორების ნაწილში დამატებითი ვალის აღებაზე, ხოლო საბიუჯეტო ნაწილში საუბარი არ არის დამატებით საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდაზე“, - განმარტა მინისტრმა.