2019 წლის სეზონი მსოფლიოს წამყვანი მეღვინეებისთვის ბუნდოვანი აღმოჩნდა: ზოგი მას იდეალურს უწოდებს, ზოგი კი, ამინდს უჩივის და მოსავლიანობით უკმაყოფილოა. ამერიკული ბიზნეს პორტალი Bloomberg მსოფლიოს წამყვან ღვინის რეგიონებში არსებულ საწარმოებსა და 2019 წელს მათ მოსავლიანობასა თუ სასმელის წარმოებას დააკვირდა.
Napa Valley, კალიფორნია, აშშ
”თითქმის სრულყოფილი მოსავალია. კარგი კოლექციაა შესანიშნავი სტრუქტურის მქონე ღვინოების დასამზადებლად’’, - განუცხადა Bloomberg-ს კალიფორნიაში Napa Valley-ეს ვენახების მეპატრონემ დენ პეტროსკიმ. მისივე თქმით, ზაფხულის თბილმა პერიოდმა, რომელიც აგრილებამ და წვიმამ შეცვალა, ვენახისთვის იდეალური პირობები შექმნა. კალიფორნიაში თეთრი ღვინოები უკვე წარმოებაშია, ხოლო კაბერნე სოვინიონის (Cabernet Sauvignon) ყურძენს ახლა იღებენ.
როგორც Bloomberg წერს, წელს კალიფორნიაში ყურძნის უხვი მოსავლის გამო, მეღვინეები ოპტიმისტურად არიან განწყობილები და განსაკუთრებულად კარგ მოგებას პროგნოზირებენ.
საფრანგეთი
"ჩვეულებრივ გრილ ელზასის რეგიონში ეს ზაფხული ძალიან ცხელი იყო, რაც მწარმოებლებისთვის გამოწვევად იქცა", - წერს Bloomberg. გამოცემის ცნობით, გასულ წელთან შედარებით, რეგიონში მოსავლიანობა 30%-40% -ით შემცირდა, განსაკუთრებით Gewurztraminer-ის ჯიშისთვის. "გვალვისა და სიცხის გამო, კარგი ღვინის წარმოება შესაძლებელია სიგრილეში შენახვის პირობებში", - იუწყება სააგენტო.
უფრო ოპტიმისტურად არიან განწყობილები ბორდოში. როგორც შატო Lafite-Rothschild-ის მეღვინეობის ხელმძღვანელი აცხადებს, სიცხე ხელს უშლის ობის განვითარებას, შესაბამისად, წლევანდელი წელი კარგმოსავლიანია. "გასულ კვირას დასრულდა მერლოტის (Merlot) მოკრეფა. უჩვეულოდ კარგი მოსავალი მივიღეთ, ნაყოფიერი და ჯანსაღი მტევნები, რაც ძალიან მახარებს", - ამბობს ის.
"ბურგუნდიაში წითელი ჯიშის კარგი ყურძნის მოსავლიანობაა გაზრდილი, წელს კი, წითელი ღვინოები წინა წლებთან შედარებით ოდნავ უფრო ალკოჰოლური იქნება", - გვაფრთხილებენ Bloomberg–ის რესპოდენტები. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგადი მოსავალი აპრილის ყინვების გამო შედარებით მცირეა. როგორც ფრანგული Le Serbet-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ზოგიერთ ვენახში - 50-60% -ით ნაკლებ ყურძენს იღებენ, ვიდრე - შარშან. ბიზნეს პორტალის ცნობით, უფრო მცირე მოცულობით წარმოებული ღვინის ღირებულება შეიძლება გაიზარდოს.
ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ოლქ შამპანში ყურძნის აღება უკვე დასრულდა. წლევანდელი წელი რთული იყო: ზამთარი უჩვეულოდ სველი, ზაფხული კი - მშრალი. Bloomberg-ის ცნობით, 1000 ჰექტარზე მეტი ვენახი სიცივემ გაანადგურა, ნაწილი კი - დაისეტყვა.
ტოსკანი, იტალია
ადგილობრივი მწარმოებლები თვლიან, რომ წელი კარგი იყო, თუმცა წარმოება 10%-15% -ით შემცირდება. როგორც Bloomberg აღნიშნავს, მიზეზი არამარტო ამინდი, არამედ Chianti-ის ჯიშზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში მოთხოვნის შემცირებაა. ეს ქვეყნები კი, იტალიური ღვინისთვის ორი უდიდესი ბაზარია.
ესპანეთი
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრ ქვეყანაში ძლიერ სიცხეს უჩიოდნენ, ესპანეთში ზაფხული ზომიერი იყო. როგორც Bloomberg-ს ადგილობრივი ღვინის მწარმოებლებმა განუცხადა, აქ ზამთარი მშრალი იყო, ხოლო გაზაფხულზე ჩვეულებრივზე მეტად წვიმიანი. მეღვინეები თვლიან, რომ მოსავალი იქნება "კარგიდან საუკეთესომდე", მაგრამ როგორც დანარჩენ ევროპაში, ესპანეთშიც მოსალოდნელზე ნაკლები წარმოებაა.
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ