დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1351 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 337 ადამიანი, ხოლო covid-19-მა 14 პაციენტი იმსხვერპლა.
უახლეს სტატისტიკაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„დღეს გამოვლენილი 1351 შემთხვევიდან, თბილისში დაფიქსირებულია - 445, აჭარაში - 369, იმერეთში - 295, ქვემო ქართლში - 76, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში - 66, მცხეთა-მთიანეთში - 23, შიდა ქართლში - 23, კახეთში - 20, სამცხე-ჯავახეთში - 18, გურიაში - 15, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 1”, - განაცხადა სიჭინავამ.
ქვეყნის მასშტაბით, სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 21 208-ია; ჯამში, 9003 მოქალაქე გამოჯანმრთელდა. ვირუსმა 172 პაციენტი იმსხვერპლა.